იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცაღა ეს ორი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
დაბადებული 5 თებერვალს
5 თებერვალს დაბადებული ადამიანები, დიპლომატიურობით და ელეგანტურობით არიან გამორჩეულნი. ამ ადამიანებს ხშირად გააჩნიათ შესანიშნავი ფსიქოლოგიური ხედვის ნიჭი, ამიტომ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში ისინი კარგად ახერხებენ ლავირებას და საკუთარი მიზნების მისაღწევად, ღია ბრძოლა იშვიათად უწევთ.