ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისისა და აღორძინების სიმბოლოა.
დაბადებული 6 მაისს
6 მაისს დაბადებული ადამიანები, საკმაოდ განვითარებული ფანტაზიის უნარით გამოირჩევიან. მათ აქვთ უნარი, საკუთარი თავი დააყენონ სხვების ადგილას. შესაბამისად, ადვილად ახერხებენ გარშემო მყოფთა ტკივილისა და დარდის გათავისებას. ამ ადამიანებისთვის ძალიან კარგია ნებისმიერი სახის შემოქმედებით ან სოციოლოგიური საქმიანობა. თუმცა, გულმოწყალე ბუნების გამო არსებობს საფრთხე იმისა, რომ მათით მანიპულირების მცდელობა ჰქონდეთ გარშემო მყოფებს.