ე.წ. "სამეფო" თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
დაბადებული 7 ივლისს
7 ივლისს დაბადებული ადამიანები, სამართლიანობის მოყვარულები და გულწრფელები არიან. მათ უყვართ საკუთარი ემოციების გარშემო მყოფებთან გაზიარება, გულითადი საუბრები ამა თუ იმ პრობლემაზე და ზოგადად, ჭორაობა. თუმცა მათი ეს გახსნილობა, ხშირად ხდება იმის მიზეზი რომ გარშემო მყოფები ამ ადამიანების გულწრფელობას ხშირად ბოროტად იყენებენ. რის გამოც მათ მტკივნეული იმედის გაცრუება ემუქრებათ.