ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
დაბადებული 8 მაისს
8 მაისს დაბადებული ადამიანები, გულწრფელობით და კომუნიკბელურობით არიან გამორჩეული. მათ ახასიათებთ გასაოცარი დამაჯერებლობა და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნების ვირტუოზული ნიჭი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა შესანიშნავ კარიერას იკეთებს სარეკლამო, ჟურნალისტურ ან იურიდიულ სარბიელზე.