ძველრომაული კალენდრით იგი მეშვიდე თვედ იყო მიჩნეული ნაცვლად მეცხრე თვისა.
ძველი სლავები სექტემბერს "ვერესენს" უწოდებდნენ (პოლონურად Wrzesień), ერთ-ერთი მცენარის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელიც სწორედ ზაფხულის და შემოდგომის გზასაყარზე ყვაოდა.
ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიური ხედვის ნიჭია. თუმცა ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".
დაბადებული 8 სექტემბერს
8 სექტემბერს დაბადებული ადამიანები, ბუნებით უზომოდ მზრუნველები არიან. მათ უყვართ ოჯახის წევრებზე და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა, მოსწონთ სისუფთავის და წესრიგის დამყარება. ზოგადად ყველაფერისთვის და ყველასთვის საკუთარი ადგილის მიჩენა კარგად ეხერხებათ, მაგრამ მათში არის გარკვეული დიქტატორული თვისებები, რომელსაც ისინი უნდა მოერიონ, რათა გაღიზიანება არ გამოიწვიონ იმ ადამიანების თვალში ვისზეც მონდომებით ზრუნავენ.