. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთერთია იმ შვიდ თვეს შორის რომელიც 31 რიცხვით გადის. ძველი სლავები ამბობენ: "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა ხშირად, ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არ არის, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.
დაბადებული 9 აგვისტოს
9 აგვისტოს დაბადებული ადამიანები, კარგი ფსიქოლოგიური აღქმის უნარითა და ადამიანების ცნობის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. ისინი ერთგული მეგობრები და საკმაოდ საშიში მოწინააღმდეგეები არიან გარშემო მყოფთათვის. თუმცა სასურველია საკუთარ თავში მეტი ლოიალურობა და თანაგრძნობის უნარი გამოიმუშაონ, რაც საშუალებას მისცემს მათ ნაკლები სიმკაცრით მოეკიდონ სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებს.