(ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახლეწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
დაბადებული 9 ნოემბერს
9 ნოემბერს დაბადებული ადამიანები, ქარიზმატულები და მომხიბვლელები არიან. მათთვის დამახასიათებელი ბოჰემური ცხოვრების სიყვარული და მეტ-ნაკლებად ზედაპირული დამოკიდებულება პირადი ურთიერთობისას. ამიტომ სასურველია ამ ხალხმა მეტი სიდინჯე და დაკვირვება გამოიჩინოს, როცა საქმე ცხოვრების მეგზურის შერჩევას ეხება.