(ლათ. Octo - რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი "იყოფს" - ჰარმონიული, სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიური კუთხით.
დაბადებული 9 ოქტომბერს
9 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები, ემოციური და თანამგრძნობი ბუნების ნატურები არიან. მათ კარგად ესმით სხვისი გასაჭირი და ყოველთვის ცდილობენ გარშემომყოფებს დარდი და ტკივილი მაქსიმალურად შეუმსუბუქონ. ისინი ადვილად ადაპტირებენ ახალ გარემოში და მარტივად ეხერხებათ საჭირო კონტაქტების მოძიება. ამიტომ მათ შორის ბევრი სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი ან ჟურნალისტი გვხვდება.