. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთერთია იმ შვიდ თვეს შორის, რომელიც 31 რიცხვით გადის. ძველი სლავები ამბობენ, "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა, ხშირად ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არაა, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.
დაბადებული პირველ აგვისტოს
პირველ აგვისტოს დაბადებული ადამიანები, ერუდიციის მოყვარულები და ინტელექტუალები არიან. მათ უმარვლესობას შესანიშნავად აქვს გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ სწავლა და ზოგადად განათლება დიდი კაპიტალია. ამიტომ ისინი, როგორც წესი, ბეჯითი მოწაფეები და სტუდენტები არიან, რასაც დამსახურებულად მოსდევს მათ ცხოვრებაში მაღალი თანამდებობა და ჩინები.