ქალური საწყისის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორული ურთიერთობების რაგვარობას განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
დაბადებული პირველ ივნისს
პირველ ივნისს დაბადებული ადამიანები, უზომოდ კომუნიკაბელურები და არტისტულები არიან. მეგობრულებსა და ხალისიანებს, ძალიან უყვართ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა, თვითანალიზის ნაკლებობის გამო, ხშირად ხდება ისე, რომ მათ ეგოისტობაშიც სდებენ ბრალს.