(ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახლეწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
დაბადებული პირველ ნოემბერს
პირველ ნოემბერს დაბადებული ადამიანები, მიზანსწრაფულები და უზომოდ ენერგიულები არიან. მათთვის დამახასიათებელია საკუთარი იდეალებისადმი უსაზღვრო ერთგულება, ამიტომ საქმე, რომელსაც ისინი თავს მიუძღვნიან, ყოველთვის მიჰყავთ ბოლომდე. თუმცა იმ შემთხვევაში თუ პროფესია ყველაფერთან ერთად, გარკვეულ რისკთანაც არის დაკავშირებული ეს ადამიანები გაცილებით უფრო მეტი ენთუზიაზმით აკეთებენ დაკისრებულ საქმეს.