დრუიდების ჰოროსკოპი - რცხილა 4 – 13 ივნისი; 2 - 11 დეკემბერი

დრუიდების ჰოროსკოპი -  რცხილა   4 – 13 ივნისი; 2 - 11 დეკემბერი

ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ ქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.

რცხილა 4 - 13 ივნისი; 2 - 11 დეკემბერი

ჰარმონიული გარეგნობის, თუმცა განსაკუთრებულ ქარიზმატულობას მოკლებული ადამიანია. მით უმეტეს, არ გააჩნია მიდრეკილება ასაკში შესულმა თავს მაქსიმალურად მოუაროს და იზრუნოს ვიზუალური მხარის დახვეწაზე.

ბუნებით ესთეტი და კომფორტის მოყვარულია. მას მოსწონს სახელოვნებო სფეროები, აღტაცებაში მოდის ხელოვნების ნაწარმოებებით და ხშირად მეგობრობს შემოქმედ ადამიანებთან. არცთუ იშვიათად გვევლინება როგორც ამ სფეროს სპონსორი ან მეცენატი.

შინაგანად ამბიციურია, თუმცა, საკუთარი ამბიციების გაჟღერების და სააშკარაოდ გამოტანის ხშირად რცხვენია. თუ ისე მოხდა, რომ ცხოვრება მაღალ პედესტელზე დააყენებს ბედნიერი იქნება დომინანტური მდგომარეობით.

დისციპლინის მოყვარული ადამიანია. ამიტომ თავადაც ემორჩილება წესრიგს და ითხოვს კიდეც იმავეს გარშემო მყოფებისგან. ბუნებით სამართლიანია, თუმცა გამოკვეთილად ბრძოლა ვინმეს (თუნდაც საკუთარი) უფლებების დასაცავად მას არ ახასიათებს. გარშემო მყოფებს გაგებით და ჰუმანურად ეკიდება. იშვიათად იჩენს სისასტიკეს ვინმეს მისამართით.

პატივს სცემს საყოველთაოდ მიღებულ მორალურ და ეთიკურ პრინციპებს. არ მოსწონს ნორმიდან ამოვარდნილი ხალხი. სიახლეებსაც დიდი სიფრთხილითა და ეჭვით ეკიდება.

სიყვარულში ანგარიშიანი და წინდახედულია. მისი ურთიერთობები ყოველთვის ეფუძნება რაიმე სახის გათვლას. ხშირად ქორწინდება გარიგებით ან უსიყვარულოდ. ამასთან ერთად, თუკი საქმე ოჯახსა და საქმიან სფროს შორის არჩევანს ეხება იგი უყოყმანოდ ირჩევს უკანასკნელს. პროფესიული ვალდებულებები მისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ცხოვრებაში.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"