ვერძი
მაისი ვერძებისთვის სტაბილური აღმოჩნდება. თვის პირველი ნახევარი კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრებისთვის, საბანკო საქმისთვის, თანხის ტრანზაქციისთვის. ბევრი ვერძი დაფარავს სესხს. მაისის შუა რიცხვებში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ფულთან დაკავშირებით გაგიბამთ საუბარს. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება, რომელიც მომავალში შემოსავლის წყარო აგხდება. ზოგიერთ თქვენგანს მივლინებაში გაუშვებენ, თუ თავს კარგად წარმოაჩენთ, ახალი კარი გაიღება. ცხოვრებაში გარანტიები არ არსებობს, მაგრამ არსებობს შრომის შედეგად მოტანილი თანხა, ცნობადობა, მიზნების განხორციელების პერსპექტივა.
კურო
კუროსთვის ეს თვე მატერიალური კეთილდღეობით გამორჩეული არ იქნება,შემოსავლის მისაღებად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.ხშირად ფულზე წუწუნი მოგიწევთ,კრიზისის მარტივად გადასალახად ასტროლოგები ფინანსური გეგმის შემუშავებას გირჩევენ. ნუ გაფლანგავთ ფულს არასაჭირო ნივთებზე. ზოგიერთი კუროს ჩაუვარდება შეთანხმება, რომელიც მიღწეულ ეგონა.
ტყუპი
მაისში იღბალი თქვენს მხარესაა, ელოდეთ დაწინაურებას, პრემიას ან მოულოდნელად გაჩენილ შემოსავალს. ადვილად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. შრომა,რომელსაც საქმეში ჩადებთ დიდ მოგებას გპირდებათ. ზოგიერთ ტყუპსდაუბრუნებენ დიდი ხნის წინ გაცემულ ვალს. კარგად წარიმართება უძრავი ქონების
შეძენის ან გაყიდვის საკითხი.
კირჩხიბი
კირჩხიბებო, კოლეგებთან ერთად მიიღებთ მონაწილეობას ისეთ საქმეში,რომელსაც ფულის მოტანა შეეძლება. მოუსმინეთ გარშემომყოფებს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. უყურადღებოდ არ დატოვოთ გარე კავშირები, მათ შესაძლოა გაცილებით მეტი სარგებელი მოგიტანოთ. ზოგიერთ კირჩხიბს ელოდება ხარჯი, რომელიც ქორწილთან, დაბადების დღესთან ან სტუმრად
წასვლასთან იქნება დაკავშირებული.
გასული თვის სირთულე ნანატრი სტაბილურობით შეიცვლება, ხშირად იქნებით დაკავებული შემოთავაზებების განხილვით.შესაძლოა სამსახური დაიწყოთ ისეთ სფეროში, სადაც ფინანსებთან დაკავშირებულ საბუთებს მოაწესრიგებთ. 10-15 მასიდან მატერიალურ სარგებელს მიიღებთ.
ქალწული
მაისი მოულოდნელობებისა და უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე ჩაივლის. შემოსავლის ზრდა თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. შრომისმოყვარეობა და საქმისადმი თავდადება დაგეხმარებათ ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში.
სასწორი
თქვენი ეკონომიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. მაისის მეორე ნახევარი შესაძლებლობას მოგცემთ დაფაროთ ვალები. იყავით აქტიური და არ შეუშინდეთ ახალ გამოწვევებს. თავს გაართმევთ ნაკის პასუხისმგებლობას და გარშემომყოფების აღფრთოვანებას დაიმსახურებთ. დაიწყეთ თანხის გადადება შვებულებისთვის.
კრიზისული აპრილის შემდეგ,ამოისუნთქავთ და შეიძენთ ნივთს, რომელიც დიდი ხნის წინ ჩაგივარდათ გულში. ეს შეიძლება იყოს მობილური, პლანშეტი, ჩანთა ან ნებისმიერი ძვირადღირებული რამ. მოერიდეთ მოკლევადიანი ინვესტიციების განხორციელებას,თანხა მხოლოდ ნაცნობ სფეროებში დააბანდეთ. მორიელებს, რომლებსაც ახალი სამსახური აქვთ, თანხის მოზომილად ხარჯვა მართებთ.
გამოიყენეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც წარმატებულ ცხოვრებასთან დაგაახლოებთ. მიზნის მისაღწევად პრაქტიკულობა გმართებთ. ფინანსები გაიზრდება მხოლოდ მაშინ, თუ ფულზე პასუხისმგებელი გახდებით. არ დახარჯოთ თანხა იმაში, რაც არ გჭირდებათ. ის მშვილდოსნები, რომლებიც სამსახურში წინსვლის პერსპექტივას ვერ ხედავენ, მარკეტინგული მიმართულებით დასაქმდებიან.
თხის რქა
მაისის მეორე ნახევრიდან მოულოდნელი ხარჯები გელით, სწორედ ამიტომ საჭიროა ფინანსები ძირითადად ოჯახისკენ მიმართოთ. ამ თვეში ცხოვრებას რადიკალურად ვერ შეცვლით, ამიტომ ნუ შეეცდებით ქიმერების დევნას. თუ ბანკში მუშაობთ, სიფრთხილე გმართებთ. ყურადღება დაუთმეთ უმნიშვნელო დეტალსაც კი.არავის ანდოთ იმ საქმის შესრულება,რომელიც თქვენ გევალებათ.
მერწყული
მთელი თვის განმავლობაში საინტერესო ცვლილებები მოხდება,მაისის ბოლოდან კი თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყება,მანამდე ნიადაგი შეამზადეთ! ჩამოშორდით ადამიანებს, რომლებისაც არ სჯერათ თქვენი და გეუბნებიან, რომ მიზნებს ვერ მიაღწევთ. არ შეგეშინდეთ გამოწვევების.
მაისი შემოსავლის ზრდას ვერ გპირდებათ, თუმცა უხვად წარმოიშობა საჭიროებები: წამლების ან ექიმთან ვიზიტის ფული, საოჯახო ტექნიკის დაზიანება, სტუმრები (რომლებსაც უნდა უმასპინძლოთ). დარჩით მშვიდი და აუღელვებელი, ეს დაგეხმარებათ გამოსავლის პოვნაში. კარგი იქნება, თუ ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებთ და აქტიურად დააგზავნით სივებს.
სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ.