ფიქტიური ვარსკვლავები - ნაწილი მეცხრე

ფიქტიური ვარსკვლავები - ნაწილი მეცხრე

აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავები". მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცაღა არსებობს მათ შორის კონკრეტული გავლენისა და სიძლიერის მქონე ვარსკვლავები, რომელთა განხილვასაც ჩვენს საიტზე, მორიგი სტატიების ციკლში გთავაზობთ.

ზოგადად, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფიქტიური ვარსკვლავების ამოქმედება, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ისინი რომელიმე უმაღლეს პლანეტასთან აკეთებენ ზუსტ შეერთებას, კვადრატს ან ოპოზიციას. ამიტომ თავად ფაქტი იმისა, რომ პირად რუკაში ესა თუ ის ვარსკვლავი გიზით, არ ნიშნავს იმას რომ იგი აუცილებლად ამოქმედდება თქვენს ცხოვრებაში სრული ძალით. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში განხილულია ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობა ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავებისა", თუმცაღა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოთ თანდართული გრადუსიც, საიმისოდ რომ იგი კოსმოგრამაში ძლიერად ჩაითვალოს.

ალგორაბი – სასწორის 13 გრადუსი. აქვს მარსისა და სატურნის თვისებები. რუკაში მისი აქტივობა იწვევს დანაკარგებს (მატერიალურს, სულიერს), ინტრიგებს ადამიანის გარშემო, ზოგჯერ სუიციდის მცდელობის ფაქტს და უზომო სიძუნწეს.

სეგინუსი – სასწორის 17 გრადუსი. აქვს მერკურის, სატურნის, ვენერასა და ქირონის თვისებები. ადამიანს აჯილდოებს ბიზნესმენის ალღოთი. ასტროლოგია-ეზოთერიკისკენ მიდრეკილებებით. თუმცა მფლობელს აფრთხილებს მეგობრების მიზეზით თავსდატეხილ პრობლემებზე.

ფორემანი – სასწორის 22 გრადუსი. აქვს სატურნისა და იუპიტერის თვისებები. ადამიანს აჯილდოებს ლიდერის თვისებებით, სწრაფი აღმასვლის პერსპექტივით. თუმცა ზოგჯერ რუკაში მისი არსებობა მიანიშნებს სმენითი ორგანოების სისუსტეზე.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"