აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავები". მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცაღა არსებობს მათ შორის კონკრეტული გავლენისა და სიძლიერის მქონე ვარსკვლავები, რომელთა განხილვასაც ჩვენს საიტზე, მორიგი სტატიების ციკლში გთავაზობთ.
ზოგადად, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფიქტიური ვარსკვლავების ამოქმედება, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ისინი რომელიმე უმაღლეს პლანეტასთან აკეთებენ ზუსტ შეერთებას, კვადრატს ან ოპოზიციას. ამიტომ თავად ფაქტი იმისა, რომ პირად რუკაში ესა თუ ის ვარსკვლავი გიზით, არ ნიშნავს იმას რომ იგი აუცილებლად ამოქმედდება თქვენს ცხოვრებაში სრული ძალით. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში განხილულია ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობა ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავებისა", თუმცაღა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოთ თანდართული გრადუსიც, საიმისოდ რომ იგი კოსმოგრამაში ძლიერად ჩაითვალოს.
ალხეკა – ტყუპის 24 გრადუსი. აქვს მარსის, მერკურისა და სატურნის თვისებები. ადამიანის ცხოვრებაში იწვევს უბედურ შემთხვევებს. მუდმივ კონფლიქტებსა და სკანდალებს. ზოგადად ანიჭებს პიროვნებას, მძიმე და აუტანელ ხასიათს. ხშირად მიანიშნებს ფილტვების სისუსტეზე ან სუსტი ჯანმრთელობის მქონე პარტნიორზე.
ბეტელგეიზე – ტყუპის 28 გრადუსი. აქვს მარსის, მერკურის, სატურნისა და იუპიტერის თვისებები. მფლობელს ანიჭებს პოპულარობას, შორსმჭვრეტელობის უნარს, პრინციპულობას და რევოლუციონერის ხასიათს. თუმცა ასევე იწვევს ქრონიკულ დაავადებებს. მათ შორის პნევმონიას.
სირიუსი – კირჩხიბის 14 გრადუსი. აქვს იუპიტერის, მარსის, მთვარის თვისებები. მფლობელს აჯილდოებს სიმდიდრის მოპოვების უნარით. უზომო თავმოყვარეობით, საზოგადოების მხრიდან პატივისცემით. ასევე ოკულტიზმის ნიჭით. სირიუსი რუკაში ცუდი ასპექტებით მეექვსე ან მერვე სახლთან, მიანიშნებს ცხოველის ნაკბენით დაინფიცირების საფრთხეს.
კანოპუსი – კირჩხიბის 14 გრადუსი. ახასიათებს იუპიტერის, სატურნისა და მარსის თვისებები. პირად კოსმოგრამაში მისი აქტიური გამოვლინება მიანიშნებს იმას, რომ ადამიანს მოუწევს ბევრი მოგზაურობა (განსაკუთრებით ზღვით მოგზაურობა). შესაძლოა ჰქონდეს პრობლემები მამასთან ურთიერთობისას. ზოგადად იქნება ფიცხი, ჯიუტი და პერიოდულად დეპრესიისკენ მიდრეკილი ინდივიდი.