ფიქტიური ვარსკვლავები - ნაწილი მერვე

ფიქტიური ვარსკვლავები - ნაწილი მერვე

აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავები". მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცაღა არსებობს მათ შორის კონკრეტული გავლენისა და სიძლიერის მქონე ვარსკვლავები, რომელთა განხილვასაც ჩვენს საიტზე, მორიგი სტატიების ციკლში გთავაზობთ.

ზოგადად, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფიქტიური ვარსკვლავების ამოქმედება, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ისინი რომელიმე უმაღლეს პლანეტასთან აკეთებენ ზუსტ შეერთებას, კვადრატს ან ოპოზიციას. ამიტომ თავად ფაქტი იმისა, რომ პირად რუკაში ესა თუ ის ვარსკვლავი გიზით, არ ნიშნავს იმას რომ იგი აუცილებლად ამოქმედდება თქვენს ცხოვრებაში სრული ძალით. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში განხილულია ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობა ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავებისა", თუმცაღა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოთ თანდართული გრადუსიც, საიმისოდ რომ იგი კოსმოგრამაში ძლიერად ჩაითვალოს.

რეგული – ლომის 29 გრადუსი აქვს მარსისა და იუპიტერის თვისებები. ითვლება ერთ-ერთ სამეფო ვარსკვლავად. იგი მიანიშნებს მაღალი თანამდებობის ალბათობას, დიდ ძალაუფლებას. თუმცაღა ასევე არის სიგნიფიკატორი მოულოდნელი მარცხის დაუკვირვებლობის ან ზედმეტი თავდაჯერების შემთხვევაში.

ზოსმა – ქალწულის 11 გრადუსი აქვს სატურნისა და ვენერას თვისებები. ადამიანს აჯილდოებს კოლოსალური ინტელექტუალური შესაძლებლობებით. თუმცა, ასევე "ასაჩუქრებს" დეპრესიისკენ მიდრეკილებით. ზოსმას დაძაბული ასპექტები მარსთან ან პლუტონთან მიანიშნებს პატიმრობის, მოწამვლისა ან თირკმელის დაავადების საფრთხეზე. ხშირად გვხვდება ზოსმას კავშირი მთვარესთან, როცა ადამიანი პატარა ასაკში კარგავს მშობლებს და ობლდება.

დენებოლა – ქალწულის 21 გრადუსი. აქვს სატურნის, მერკურის, ურანისა და მარსის თვისებები. მიანიშნებს დიდ მიღწევებზე ცხოვრებაში. თუმცა, ასევე აჯილდოებს ადამიანს შურისმაძიებლის ბუნებით. ზოგჯერ რუკაში არის სიგნიფიკატორი იმისა, რომ ადამიანს ელის სტიქიური უბედურებისას ან ავია-კატასტროფის დროს სიკვდილი.

ალგორაბი – სასწორის 13 გრადუსი. აქვს მარსისა და სატურნის თვისებები. მიანიშნებს ცხოვრების მანძილზე დიდი დანაკარგების ალბათობას. ადამიანი მუდამ ხდება ინტრიგების მსხვერპლი, ხშირია მის ცხოვრებაში უბედური შემთხვევები. არის მიდრეკილი სუიციდისკენ. ზოგადად ახასიათებს სიძუნწე და ანგარება.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"