ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავები". მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცაღა არსებობს მათ შორის კონკრეტული გავლენისა და სიძლიერის მქონე ვარსკვლავები, რომელთა განხილვასაც ჩვენს საიტზე, მორიგი სტატიების ციკლში გთავაზობთ.
ზოგადად, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფიქტიური ვარსკვლავების ამოქმედება, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ისინი რომელიმე უმაღლეს პლანეტასთან აკეთებენ ზუსტ შეერთებას, კვადრატს ან ოპოზიციას. ამიტომ თავად ფაქტი იმისა, რომ პირად რუკაში ესა თუ ის ვარსკვლავი გიზით, არ ნიშნავს იმას რომ იგი აუცილებლად ამოქმედდება თქვენს ცხოვრებაში სრული ძალით. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში განხილულია ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობა ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავებისა", თუმცაღა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოთ თანდართული გრადუსიც, საიმისოდ რომ იგი კოსმოგრამაში ძლიერად ჩაითვალოს.
შერატანი – კუროს 3 გრადუსი ატარებს მარსისა და სატურნის თვისებებს. უმეტესად მიანიშნებს იმაზე, რომ ინდივიდის ცხოვრებაში ადგილი შეიძლება ქონდეს ძალადობას, უბედურ შემთხვევებს, ზოგადად სხეულის მძიმე დაზიანებას. თუმცაღა კარგად ასპექტირების შემთხვევაში (მაგალითად იუპიტერთან შეერთება, ტრინი ან სექსტილი) იძლევა პოპულარობის შანსს და ცნობადობას.
ხამალი – კუროს 7 გრადუსი ასევე მარსისა და სატურნი თვისებების მატარებელი ვარსკვლავია. უმეტეს შემთხვევაში მიანიშნებს ადამიანის ხასიათში სისასტიკისკენ მიდრეკილებას. უიღბლობას სიყვარულში. ზოგადად პარტნიორულ პრობლემებს.
შედარი – კუროს 7 გრადუსი ახასიათებს ვენერასა და სატურნის თვისებები. ადამიანს ანიჭებს მისტიკისკენ სწრაფვას. ერთ-ერთი საუკეთესო ვარსკვლავია მათთვის ვისაც ასტროლოგიის სწავლა სურს. ასევე კარგია მისი არსებობა მწერლის ან პუბლიცისტის რუკაში.
ალმაკი – კუროს 14 გრადუსი აქვს ვენერას, იუპიტერისა და მარსის თვისებები. განაპირობებს არტისტულ მონაცემებს, ზოგადად წარმატებას ამ კუთხით და დიდ პოპულარობას.
გიადი – ტყუპის 5 გრადუსი აქვს სატურნის, მერკურის, მარსის, ურანისა და ნეპტუნის შერეული თვისებები. ვლინდება როგორც სკანდალები ცხოვრებაში, სახალხო შერცხვენა, დეგრადაცია, პატიმრობის ალბათობა. ასევე იძლევა ზოგადად სუიციდისკენ მიდრეკილებას.