ცეცხლის ან წყლის სტიქიაშია განლაგებული (იუპიტერი ხომ მშვილდოსნის და თევზების მფარველია -შესაბამისად იგი ყველაზე მყუდროდ ამ ნიშნების მონათესავე სტიქიებში გრძნობს) იგი მფლობელს გაცილებით მარტივი გზებით ჰპირდება ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებას. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული სფეროები, რომელიც თქვენი იუპიტერის მიხედვით შეგიძლიათ აითვისოთ და ამ მეთოდით საკმაოდ სოლიდური თანხაც გამოიმუშაოთ.. საამისოდ მხოლოდ იმის ცოდნა დაგჭირდებათ, კონკრეტულად რომელ ზოდიაქოში ბრძანდება თქვენი დაბადების რუკაზე პლანეტა იუპიტერი..
უპიტერი წყლის სტიქიის ნიშნებში - კირჩხიბი, მორიელი, თევზები
წყლის სტიქიის იუპიტერის მქონე ხალხი, პროფესიულ წარმატებას ისეთ სფეროებში აღწევს რაც ემოციურ ჩაღრმავებას, სულიერი ძიების პროცესებს, ეროვნულ-კულტურული ფასეულობების შესწავლას ან ადამიანთა ბედ-იღბალზე ზრუნვას ეხება. სასურველი სფეროებია ასევე მედიცინა, პედაგოგიკა, ფსიქიატრია, მუსიკა, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგია და ა.შ
იუპიტერი კირჩხიბში
კირჩხიბი ოჯახური კერის და ფესვების მოყვარული ნიშანია. ამიტომ ადამიანებს იუპიტერის მზგავსი განლაგებით ფულის შოვნა კარგად გამოუვათ ტურისტული ბიზნესის, სამუზეუმო საქმის, აღმზრდელობით-პედაგოგიური საქმიანობის, ოჯახის ფსიქოლოგის, ინტერიერის დიაზაინერის, რძის პროდუქტების წარმოების, კულინარიის, სარესტორნო ქსელის ან ვეტერინარიის მეშვეობით.
იუპიტერი მორიელში
მორიელი ექსტრიმის სიყვარულთან, მოულოდნელობებთან და რისკთან ასოცირდება. ამიტომ იუპიტერის ამ კომბინაციით დაბადებულებს ფულის შოვნა სხვადასხვა ექსტრემალური საქმიანობის მეშვეობით შეუძლიათ. მათ შორისაა: სამაშველო სამსახური, ნავთობის წარმოება, საგადასახადო სექტორი, ოკულტიზმი, სპალეოლოგია-სეისმოლოგია, იურისპუდენცია (მემკვიდრეობის საკითხებზე დავის კუთხით), ქირურგია, ტრამვატოლოგია, ონკოლოგია, გენეტიკური კვლევები, დამკრძალავი მომსახურება და ა.შ
იუპიტერი თევზებში
იუპიტერის ეს პოზიცია მფლობელს ნებისმიერი სახის ბიზნესში ჰპირდება წარმატებას, სადაც საქმე სითხეებს ეხება. მათ შორისაა - სატრანსპორტო გადაზიდვები (გემით, ლაინერით), თევზჭერა, ოკეანოლოგია, სასმელის წარმოება-რეალიზაცია. ამას გარდა იუპიტერი თევზებში ხელოვანებსაც სწყალობს, მაგალითად მუსიკოსებს, პოეტებს, ჟურნალისტებს (ოღონდ შემეცნებითი გადაცემების მომზადების კუთხით). არანაკლებ მომგებიანია ამ ადამიანებისთვის ფარმაკოლოგია, სააფთიაქო საქმე, არატრადიციული მეთოდებით მკურნალობის დანერგვა-პოპულარიზაცია, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო ფონდებში საქმიანობა და ა.შ