გაქვთ თუ არა კრიმინალური მიდრეკილებები, ჰოროსკოპის მიხედვით და რომელია ყველაზე დაუნდობელი ზოდიაქოს ნიშანი?

გაქვთ თუ არა კრიმინალური მიდრეკილებები, ჰოროსკოპის მიხედვით და რომელია ყველაზე დაუნდობელი ზოდიაქოს ნიშანი?

როგორ გგონიათ, სისასტიკისა და დიქტატურისკენ მიდრეკილება ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა, თუ ცხოვრებისეული მოცემულობიდან გამომდინარე შეძენილი იმუნიტეტი? ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ადამიანშია ჩადებული გარკვეული ნეგატიური და პოზიტიური კარმული კოდი. თუმცა, რომელ მათგანს განვავითარებთ საკუთარ თავში ამას იმ ოჯახურ გარემოსთან ერთად, სადაც გავიზარდეთ და თავად ჩვენივე სწრაფვაც განაპირობებს საკუთარი თავის სრულყოფისკენ.

ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი, კონკრეტული პლანეტით იმართება. შესაბამისად, კვლევებს, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აწარმოებენ ასტროლოგები, იმის დასადგენად თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია მეტი მიდრეკილება სისასტიკისკენ საკმაოდ სერიოზული საფუძველი გააჩნია ასტროლიგიურად. ეს, რა თქმა უნდა, ზოგადი სტატისტიკაა, თუმცა საინტერესოა გავეცნოთ მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია მეტი შანსი განვითარდეს ნეგატიურად და დეგრადირდეს.

Astrologia

როგორც გაირკვა, განსაკუთრებულ მიდრეკილებას დიქტატურისა და ტერორისკენ ამჟღავნებენ შემდეგი ზოდიაქოს ნიშნები: ლომი 98%, ვერძი 90%, მშვილდოსანი 88% და ტყუპი 78% - ამ ადამიანებს შორის ხშირად ვხვდებით კრიმინალური სამყაროს ბოსებს, შეიარაღებული ძარცვა-ყაჩაღობის მეთაურებს და წვრილმან ხულიგნებს.

Astrologia

საკმაოდ ხშირად არიან დადანაშაულებული სექსუალურ და სხვა ტიპის ძალადობაში შემდეგი ნიშნები - კურო 98%, კირჩხიბი 91%, სასწორი 89%, და მერწყული 82% . ამ ადამიანებს შორის ვხვდებით სოციოპათებს, ფსიქოლოგიური და მენტალური გადახრის მქონე ინდივიდებს.

Astrologia

დაბოლოს, განსაკუთრებული სასასტიკით გამორჩეულ ნიშნებს შორის მოხვდნენ ქალწულები 98%, თხის რქები 95%, თევზები 90% და მორიელები 88% . მათ შორის ყველაზე საშიშად ასტროლოგები ქალწულს ასახელებენ. ეს ნიშანი გასაოცარი მეთოდურობით, ცივი გონებითა და კვალის იდეალურად დაფარვის ნიჭითაა ცნობილი. შესაბამისად, ქალწულის და უკვე შემდგომ მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაული ხშირად ხდება თავსატეხი საგამოძიებო სტრუქტურებისთვის და ხშირად, გაუხსნელიც კი რჩება იგი.

Astrologia

5 ივლისს მთვარის დაბნელებაა - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც ის დიდ გავლენას მოახდენს

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის - "სიყვარულისა და ვნების თვე დაგიდგათ"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - როგორი თვე ექნებათ ზოდიაქოს ამ ნიშნებს