გენიოსები ზამთარში იბადებიან

გენიოსები ზამთარში იბადებიან

განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების შესახებ და იმაზეც გაგვიმართავს მსჯელობა, მაინც ზოდიაქოს რომელი ნიშანი წარმოშობს ყველაზე დიდი დოზით ვუნდერკინდებსა და გენიოსებს. თემას დღესაც გავაგრძელებთ და საინტერესო ჰიპოთეზას შემოგთავაზებთ ამჯერად.

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი, მეისონ კარის წიგნის "გენიოსის რეჟიმის" კვლევის მიხედვით მივიდა დასკვნამდე, რომ გენიოსები ყველაზე ხშირად ზამთარში იბადებიან. თუკი ასტროლოგიურ მოცემულობას გადავხედავთ და გავითვალისწინებთ იმას, რომ პლანეტა მერკური - აზროვნების ფორმა და კომუნიკაცია, ხშირად განაპირობებს კიდეც ამა თუ იმ ინდივიდის საყოველთაო პოპულარობას, ამ ვერსიას დიახაც რომ აქვს არსებობის უფლება.

ასე მაგალითად, ზამთრის პერიოდში დაბადებულ ზოდიაქოს ნიშნებს - კერძოდ თხის რქებს, მერწყულებს და თევზებს ძალზე ხშირად პლანეტა მერკური მერწყულის ან თხის რქის ზოდიაქოში აქვთ განლაგებული, რაც თავის მხრივ ნიშნავს ან არაორდინალურ, ნოვატორულ იდეეებს და პროგრესულობას (მერკური მერწყულის ზოდიაქოში), ან ლოგიკური აზროვნების უმაღლეს კოეფიციენტს და ფაქტობრივად ფოტოგრაფიულ მეხსიერებას (მერკური თხის რქაში). თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზამთრის ზოდიაქოს ნიშნებს შორის ბევრს მერკური თევზების ზოდიაქოს ნიშანშიც ექნება - აქ კი საქმე გვაქვს სახელოვნებო ან ლიტერატურის სფეროში მოღვაწე გენიოსებთან. იმიტომ რომ, მერკურის ნიშანი თევზებში ნაკლებ სწყალობს ლოგიკას. სამაგიეროდ, ის ნამდვილ საბადოს წარმოადგენს შემოქმედებითი კუთხით და გააჩნია იშვიათი ინტუიცია.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"