ვერძი
თვის დასაწყისში წარმატება გელით. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ საქმეებს ან მატერიალური სარგებელი მიიღოთ ადრე შესრულებული სამუშაოსთვის. შეიძლება ვალის დაბრუნება მოგიხდეთ. შუა ოქტომბერში გაგიუმჯობესდებათ პოზიცია. საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ.
კურო
შრომისმოყვარე და მიზანმიმართული ხართ. თქვენი შემართებისთვის თვის ბოლოს სათანადო ჯილდოს მიიღებთ. აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში. ზოგიერთს კარიერული წინსვლაც ელის. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. თვის ბოლოს მაქსიმალურად შეამცირეთ მგზავრობები. იმატებს ავარიების ალბათობა.
ტყუპი
საქმეებში გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. თუ უკვე იცით, რა ცოდვები გაქვთ, აღრ ჩაიდინოთ მსგავსები. ფინანსური საკითხები უმჯობესია, თვის პირველ დეკადაში მოაგვაროთ. მოერიდეთ კომერციული საკითხების მოგვარებას, მსხვილი საყიდლები გადადეთ. შუა თქვეში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
კირჩხიბი
ცვლილებებისა და არასტაბილურობის პერიოდი დაგიდგათ. ზედმეტად ემოციური ხართ და უფროსის შენიშვნაზეც მძაფრად რეაგირებთ. შუა ოქტომბერში შეიძლება მიიღოთ პრემია, საჩუქარი, გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა.
ლომი
საქმიანი შეხვედრები და ქაღალდებთან მუშაობა მოიმატებს. არ გადაოთ მომავლისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. შუა თვეში მივლინება და პერსპექტიული ნაცნობობა გელით. შეამცირეთ ფულის ფლანგვა. მესამე დეკადაში აქტიურობა უნდა შეამციროთ. საქმეების გამო მოერიდეთ კამათს ნათესავებთან.
ქალწული
ახალი იდეების განხილვის პერიოდი დაგიდგათ. გააცანით ისინი უფროსს. ოქტომბერში შემოქმედებითი იდეების განხორციელებას შეძლებთ. ერთი პროექტი შეიძლება ნათესავებთან ერთად განახორციელოთ. თვის მეორე ნახევარში ფინანსურად მოძლიერდებით. თვის ბოლოს პროფესიონალური სტატუსი კარდინალურად შეგეცვლებათ. აუცილებლად გადაამოწემთ მიღებული ინფორმაცია. კონტაქტი მხოლოდ საიმედო, გამოცდილ ადამიანებთან გქონდეთ.
სასწორი
პირველი ორი ეკადა სერიოზულად იქნებით დატვირთული სამსახურის საქმეებით. დაიცავით სიფრთხილე მუშაობისას. მოერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს უფროსების მიმართ. ფინანსური საკითხები უცხო პირების ჩარევის გარეშე მოაგვარეთ. კარგი პერიოდია ბინის კეთილმოსაწყობად, ინტერიერის შესაცვლელად.
მორიელი
დრო ქრონიკულად არ გყოფნით. დღესასწაულები და მეგობრებთან შეხვედრები მინიმუმამდე უნდა შეამციროთ. თუ გსურთ, თვის ბოლოს საქმეები არ გაგიფუჭდეთ. დრო და ძალა ყველა საქმეზე თანაბრად გადაანაწილეთ. ფინანსურ დახმარებას მეგობრები გაგიწევენ. ოქტომბერი კარგი თვეა ახალი შემოსავლების მოსაძიებლად.
მშვილდოსანი
იმდენად ენერგიული ახრთ, რომ მთებს გადადგამთ. საკუთარი მიზანმიმართულებით კოლეგებსაც აღაფრთოვანებთ და ერთად ახალი პროექტების განხორციელებას შეძლებთ. აზარტი, ორიგინალური იდეები და მოულოდნელი მოგება გელით. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან ურთიერთობისას. ფული მოზომილად ხარჯეთ, თვის ბოლოს ბანკროტად რომ არ გამოაცხადოთ თავი.
თხის რქა
პირადი ინტერესები აქტიურად უნდა დაიცვათ. საქმიანი შეხვედრებით, მივლინებით დატვირთული თვე გელით. ეცადეთ, მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ ყველაფრისგან. უფროსი დადებითად შეაფასებს თქვენს შრომას. თვის ბოლოს მოულოდნელი ხარჯი გელით.
მერწყული
საქმეებით დატვირთული თვე გელით, სანამ პროექტებს არ დაასრულებთ, დაწინაურებაზე ნურც იოცნებებთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. განსაკუთრებით, თუ ახალ ჯგუფში მოგიწევთ მუშაობა. თვის დასაწყისში ფული მოზომილად უნდა ხარჯოთ. მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს შეძლებთ მხრებში გამართვას.
თევზები
კონცენტრაცია ერთ კონკრეტულ საქმეზე მოახდინეთ და არა, ათზე ერთდროულად. თვის დასაწყისი ერთგვარი ტრამპლინია ახალი პროექტების განსახილველად და დასაწყებად. შეიძლება სამსახურის საქმეების გამო პირადი ინტერესები გვერდზე ჩაჩოჩოთ. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას კლიენტებთან და საქმიან პარტნიორებთან.