ქალწული ნაკლებკონტაქტური ადამიანის რიცხვს განეკუთვნება, თუ მაინც უწვეს საზოგადოებაში ყოფნა, ამ შემთხვევაშიც კი ყოველთვის იტოვებს, საკუთარ, მკაცრად განსაზღვრულ ”პირად სივრცეს”. სწორედ ამ სოციალური ბუნების გამო და ასევე იმიტომ, რომ ქალწული ზოდიაქოს მეექვსე სახლს (ჯანმრთელობა, მედიცინა) მართავს, ქალწულებს შორის ხშირად შეხვდებით სამედიცინო სფეროს წარმომადგნელებს, მოწყალების დებს ან სოციალურ მუშაკებს. თუმცა, ყველაზე ხშირად, ქალწულები ცნობილ ფინანსისტთა და ბიზნესმენთა სიაში გვხვდებიან. რადგან მერკურისთვის დამახასიათებელი ვაჭრობა-კომერციის ნიჭი, ყველაზე მეტად სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი.