პერსონალის ზოდიაქოს მიხედვით შერჩევას გულისხმობს. ასტროლოგების აზრით, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს კონკრეტული შესაძლებლობები და პროფესიული უნარ-ჩვევები გააჩნია. ამიტომ, თუ ფირმის მფლობელი სწორად გადაანაწილებს თანამშრომლებს მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შესაბამის თანამდებობებზე, მისი კომპანიის წინსვლა და სტაბილურობა ეჭვქვეშ აღარასოდეს დადგება. გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას თანამშრომლების გადასანაწილებლად:
ვერძი - საზოგადოებასთან ურთიერთობა, პიარი.
კურო - მენეჯმენტი, საფინანსო სექტორი.
ტყუპი - მარკეტინგი, საკონსულტაციო საქმიანობა.
კირჩხიბი - ადმინისტრაცია, არქივი.
ლომი - განყოფილების უფროსი, მნიშვნელოვანი რგოლის "თიმ-ლიდერი".
ქალწული - ბუღალტერია, ანალიტიკური კვლევა.
სასწორი - იურიდიული საკითხები, რესიფშენი.
მორიელი - ბექ-ოფისი, რისკების განყოფილება.
მშვილდოსანი - საერთაშორისო ურთიერთობების კურატორი, შეგიძლიათ თამამად ანდოთ უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება.
თხის რქა - ფირმის ვიცე-პრეზიდენტი, დირექტორის მრჩეველი.
მერწყული - კრეატიული დირექტორი, ადამიანური რესურსების მენეჯერი.
თევზები - ადმინისტრაციული ასისტენტი, მდივანი.