ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი  კირჩხიბებისთვის  - "ფორტუნა ყველა საქმიანობაში მოგიმართავთ ხელს"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი  კირჩხიბებისთვის  - "ფორტუნა ყველა საქმიანობაში მოგიმართავთ ხელს"

დროა, თქვენი შრომის ნაყოფით დატკბეთ, ფორტუნა ყველა საქმიანობაში მოგიმართავთ ხელს. არ იზარმაცოთ, რაც უფრო აქტიური იქნებით, მით მეტი ენერგია მოგემატებათ. იანვარში თქვენ მიიღებთ ყველაფერს, რაც გსურთ. თუ გსურთ, ახალი რომანტიკული კავშირი დაიწყოთ, ნუ იჯდებით შინ. ახალი სამსახურის დაწყება გინდათ? შეისწავლეთ ის პროფესია, რაც ახალი ვაკანსიის დაკავებაში დაგეხმარებათ, შეუთანხმდით და შეხვდით დამსაქმებელს.

იანვრის შუა პერიოდი მშვიდი გექნებათ. სამსახურში საქმეები და შეკვეთები იკლებს და საშუალება მოგეცემათ, რომ ცოტათი ამოისუნთქოთ. ეცადეთ, ეს დრო თქვეს სასიკეთოდ გამოიყენოთ. თუ ახალი პროფესიის ან უცხო ენის შესწავლას აპირებდით, თავისუფალი დრო გამოიყენეთ. აგრეთვე, გამონახეთ დრო, რათა შეხვდეთ ახლობლებს. იანავარის დღესასწაულები საუკეთესო თვეა, რათა განაახლოთ ურთიერთობა თქვენზე განაწყენებულ ნათესავებთან.

იანვარში მანდილოსნებს სულ უფრო მეტად მოუნდებათ სილამაზეების შექმნა. შეიძლება დაიწყონ ხელოვნების შესწავლა. გამონახონ დრო ხატვისა და ხელსაქმისთვის. ასეთი საქმეებით დროის გატაება გაგიუმჯობესებთ სულიერ მდგომარეობას. მოგანიჭებთ შინაგანი ჰარმონიის შეგრძნებას. ხელსაქმის დროს კომპანიონებად გამოგადგებათ მერწყული და თევზები.

სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

მოემზადეთ, დღესასწაულების შემდეგ უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. შეიძლება კოლეგების მიერ მიტოვებული საქმეების შესრულებაც თქვენ მოგიწიოთ. თუ გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდებით და საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებით სიტუაციას, დახმარებისთვის ნუ მოგერიდებათ და სპეციალისტებს მიმართეთ.

დასახული მიზნების მიღწევა იმაზე მარტივი აღმოჩნდება, ვიდრე თქვენ ვარაუდობდით. არაფერი შეგიშლით ხელს რომ გამარჯვების მწვერვალს მიაღწიოთ. იყავით მეტად მიზანმიმართული, გამოავლინეთ სიჯიუტე იქ, სადაც საჭიროა. თუ კარგად იქნებით მოტივირებული, შეგიძლიათ ინიციატივაც ხშირად გამოავლინოთ. ახლა მოდუნების დრო ნამდვილად არაა. არ იმოქმედოთ ქარაფშუტულად, არ გადადგათ არც ერთი ნაბიჯი გვერდზე, ამას არავინ გაპატიებთ.

ენერგიის მოზღვავებას ახალმთვარეობაზე იგრძნობთ. ამ პერიოდში მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. გარშემო მყოფებს დაუმტკიცეთ, რომ რთულ საქმეებთან გამკლავება არ გიჭირთ.

თვის ბოლოს, ვარსკვლავების დახმარებით და თქვენი მონდომებით დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს, რომლებშიც დიდი დრო და ენერგია გაქვთ ჩადებული.

თვის დასაწყისში მამაკაცი კირჩხიბები სამსახურში პოზიციებს გაიმყარებთ. კოლეგებისთვის ავტორიტეტი გახდებით. რთულ საქმეებს მარტივად და სწრაფად გაუმკლავდებით. ისე, როგორც ეს ნამდვილ პროფესიონალს შეეფერება. კარგად შესრულებული ვალდებულებისთვის ჯილდოს მიიღებთ ან ხელფასი მოგემატებათ. თუმცა, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დიდ თანხას მხოლოდ გაზაფხულზე მიიღებთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა

თვის დასაწყისში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ენერგიული, მხნე და ენთუზიაზმით აღსავსე გახდებით. რაც დაგეხმარებათ ჩაერთოთ ახალ საქმეებში და ნებისმიერი სირთულის პროექტი მარტივად განახორციელოთ.

შუა იანვარში სურვილი გაგიჩნდებათ, რომ გაიუმჯობესოთ ფიზიკური მდგომარეობა, იმიჯი. ამისათვის ხშირად უნდა ეწვიოთ სილამაზის სალონს ჩაეწეროთ ფიტნესზე. მანდილოსნებმა მიმართოთ გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს. სხვათა შორის, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ხალხური მეთოდებიც კი გამოგადგეთ.

თვის ბოლოს გაცივების თავიდან აცილების მიზნით მოერიდეთ ხალხის დიდ მასებთან კონტაქტს. თუ მცირე მანძილი გექნებათ გასავლელი, უმჯობესია, ფეხით გაიაროთ, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოთ. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართეთ მკურნალობის ხალხურ და ტრადიციულ მეთოდებს ერთდროულად.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

იანვარში ვარსკვლავები ძვირფას საჩუქრებს გპირდებიან. ყველა საშუალებას უნდა მიმართოთ, რომ კარგად გამოიყურებოდეთ. გარშემო მყოფები მეტად უნდა დააინტერესოთ თქვენი პერსონით. მზად იყავით, რომ ფლირტი შეიძლება სრულიად მოულოდნელ ადგილას დაიწყოთ. მაგალითად, ავტობუსის გაჩერებაზე, სუპერმარკეტის რიგში ან მეტროში.

დაოჯახებულმა ნიშნებმა მეტი დრო გაატარეთ მეუღლის გვერდით, დაეხმარეთ საოჯახო საქმეების მოგვარებაში. ეცადეთ, გაანებივროთ და თავად შეგისრულებთ ყველა ახირებას.

მთელი თვის განმავლობაში ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. საყვარელი ადამიანი ნერვიულობისა და ეჭვიანობის მიზეზს არ მოგცემთ. ხშირად გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ გახვიდეთ გარეთ და დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს.

თვის ბოლოს თქვენმა შეყვარებულმა შეიძლება მეტად გამოავლინოს ჭირვეული ხასიათი. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ ის ზოდიაქით მორიელი ან თხის რქაა.

იანვრის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 8, 9, 14 და 17.

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის - "შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ ან ფული მოიგოთ"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - "ტოტალური განახლების თვე დაგიდგათ"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "თქვენს წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გავლენიანი ქალი"