ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "თქვენს წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გავლენიანი ქალი"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "თქვენს წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გავლენიანი ქალი"

თანამოაზრეებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. არ გამოაკლდეთ სემინარებს, კონფერენციებს და სხვა შეკრებებს, სადაც ცოდნის მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა მოგეცემათ. ზოგიერთი შეიძლება მისთვის სიანტერესო ჯგუფებშიც კი გაწევრდეს.

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მზად იყავით, რომ გამოჩნდება ვიღაც, ვინც გაგაკრიტიკებთ, მაგრამ არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ.

მოსალოდნელია მგზავრობა საზღვარგარეთ. ეს შეიძლება იყოს ან მივლინება, ან რომანტიკული მოგზაურობა. სასურველია, საზღვარგარეთ ყოფნისას გვერდით გყავდეთ მერწყული, მორიელი ან კურო.

პოზიტიურად განეწყვეთ, ყველაფრის მიმართ ნერვიულობა ნუ გახასიათებთ. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. უფრო მეტიც, შეიძლება ახალი უსიამოვნებები მოგიტანოთ. ეცადეთ, ხშირად გახვიდეთ სახლიდან, შეხვდეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და იმხიარულოთ.

იანვარი ის თვეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ნათესავებთნ, შეურიგდეთ მათ, ვინც ადრე გაწყენინათ. გამონახოთ საერთო ენა ან უბრალოდ, გაუღიმოთ მაინც თქვენს არაკეთილისმსურველებს.

შეიძლება დიდი აუდიტორიის წინაშე მოგიწიოთ გამოსვლამ. იყავით ელეგანტური და გარშემო მყოფებისთვის გასაგებად ისაუბრეთ. შეიძლება მოვლენები ისე არ განვითრდეს, როგორც ეს თქვენ გსურდათ, მაგრამ არ დაკარგოთ თვითკონტროლი. ეცადეთ, თავაწეული გამოხვიდეთ რთული სიტუაციებიდანაც კი. იყავით მშვიდი და არ დაკარგოთ თვითკონტროლი.

  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

კარიერის თვალსაზრისით, იანვარი საინტერესო მოვლენებითაა დატვირთული. თქვენს მოსაზრებას ყურს დაუგდებენ. გარშემო მყოფები მალევე გაღიარებენ ლიდერად. ეცადეთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ. ეს მეტად მიზნამიმართულს და თავდაჯერებულს გაგხდით. თუმცა, მხოლოდ მითითებების გაცემით ნუ შემოიფარგლებით, თავადაც მოგიწევთ მუშაობა.

შანსი მოგეცემათ გულუხვი ინვესტორი დააინტერესოთ თქვენი იდეებით და მან ახალი პროექტი დაგიფინანსოთ. ნუ მოგერიდებათ გავლენიანი ადამიანების შეწუხება. თქვენს წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გავლენიანი ქალი.

ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ კანონი არ დაარღვიოთ. ეს ეხება ორივე სქესის ქალწულებს. შეიძლება საეჭვო პროექტში შემოგთვაზონ ჩართვა. კარგად დაფიქრდით, რად გიღირთ რეპუტაციის შელახვა? ერთი არასწორი ნაბიჯის გამო მთელი ცხოვრება მოგიწევთ ვალების (მატერიალური და მორალური) გადახდა.

იანვარში არ გაასესხოთ ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამუდამოდ დაემშვიდობებით. კარგი თვე ელით მათ, ვინც სწავლის დაწყება ამ გაგრძელება გადაწყვიტა. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ დიზაინის სფეროში მომუშავეებიც.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

რატომ არ მიდიხართ სტომატოლოგთან? სადღესასწაულო დღეების შემდეგ აუცილებლად ჩაეწერეთ ვიზიტზე. აუცილებლად გამოჰკითხეთ, როგორ უნდა მოუაროთ პირის ღრუს.

იანვარი ის თვეა, როცა განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ კუჭ-ნაწლავის სისტემას. გამორიცხეთ რაციონიდან ცხიმიანი და ცხარე საკვები. არ გადატვირთოთ კუჭი. უპირტესობა დიეტურ საკვებს მიანიჭეთ. მოიწყვეთ ხოლმე განტვირთვის დღეები.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

იანვარში დაუვიწყარი და საბედისწერო შეხვედრა გელით. შეხვედრის ადგილი შეიძლება იყოს მშობლიური სახლი ან მეგობრების ბინა. შეიძლება ადამიანი სპეციალურად თქვენს გასაცნობად მოვიდეს. ეცადეთ, სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოთ და კარგადაც იმხიარულოთ.

თქვენთვის შესაფერის ადამიანს შეიძლება შეხვდეთ სამსახურში, ან თანამოაზრეებთან შეხვედრის დროს. შეიძლება მასაც თქვენნაირი ჰობი აქვს. ჩაეწერეთ უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე ან ცეკვის შემსწავლელ წრეზე. აქტიურად დაესწარით ლექციებსა და კონფერენციებს. ასე უფრო გაიზრდება თქვენს ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობა.

ქალბატონმა ქალწულებმა გაიმრავალფეროვნეთ უქმეები. ნუ დაელოდებით, საყვარელი ადამიანი როდის მიგიპატიჟებთ სადმე. თავად გამოიჩინეთ ინიციატივა. ჩამოყალიბდით, სად გსურთ გაგზავრება, რისი ნახვა გსურთ და შეუთანხმდით თქვენს საყვარელ მამაკაცს. გარდა ამისა, ეცადეთ, მას არ მოაკლოთ მზრუნველობა, სიყვარული, სითბო და ყურადღება.

წლის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია რომანტიკული კავშირების გასაუმჯობესებლად. დაქორწინებულებმა ეცადეთ, საღამოები ერთად და საინტერესოდ გაატაროთ. ხშირად ესტუმრეთ ნათესავებს. მშობლებმა გამონახეთ დრო შვილებისთვის. მეტად დაინტერესდით მათი გართობითა და სწავლით. რომანტიკული მგზავრობა სასიამოვნოდ ჩაივლის თხის რქისა და მორიელის გვერდით.

იანვრის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 18, 22, 24 და 25.

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი  კუროებისთვის - "იყავით მზად სიახლეებისთვის"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - "თვის ბოლოს გამარჯვება გელით ყველა საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ"

დღეიდან მზემ ზოდიაქოს ნიშანი შეიცვალა - ვისთვის იქნება წარმატებული მომდევნო ერთი თვე