ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - ფორტუნა თქვენ მხარესაა, შეგიძლიათ, გარისკოთ და "გიჟური" იდეები განახორციელოთ

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - ფორტუნა თქვენ მხარესაა, შეგიძლიათ, გარისკოთ და "გიჟური" იდეები განახორციელოთ

ენერგიის წყარო შემოქმედებითი იდეების განხორციელება გახდება. ფორტუნა თქვენ მხარესაა და შეგიძლიათ, ცოტათი გარისკოთ და "გიჟური" იდეებიც განახორციელოთ. წლის დასაწყისი კარგი პერიოდია მეოცნებე ნიშნებისთვის. ჩამოწერეთ რისი განხორციელება გსურთ და ამოქმედდით. ეცადეთ, სურვილები რეალობასთან ახლოს იყოს და თავადაც თამამად შეუდგეთ მათ განხორციელებას.

ზოგიერთს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება, პროექტების განხორციელება ელის. რაც საშუალებას მოგცემთ, ცხოვრებაში უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ. ზოგიერთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება. შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გახდეს საჭირო. ეცადეთ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხოთ, ოჯახში, უხუცეს ნათესავებს დაეკითხოთ. შუა იანვარი განსაკუთრებით კარგი პერიოდია ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან მოლაპარაკებისთვის.

თვის ბოლოს მეტად სენტიმენტალირი გახდებით და დახმარების ხელს გაუწვდით ყველას, ვინც გთხოვთ. ეცადეთ, მეტად დაკვირვებული იყოთ და ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს თქვენი სიკეთით. დაეხმარეთ პირველ რიგში მათ, ვინც ადრე თქვენც დაგხმარებიათ.

სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

დღესასწაულების შემდეგ შეიძლება სამსახურში დაბრუნება გაგიჭირდეთ, მაგრამ საკუთარ თავს უნდა გაებრძოლოთ. წინ უამრავი საინტერესო საქმე და შეკვეთა გელით. მთავარია. იყოთ მიზნამიმართული და დაკვირვებული. აგრეთვე, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თანამოაზრეებთან.

წარმატება გელით სამსახურში. განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა შემოქმედებასთანაა დაკავშირებული. ახალ-ახალი იდეები დაგებადებათ, მათი განხორციელებით კი მდიდარი და წარმატებული ადამიანი გახდებით. საყვარელ საქმიანობას ბავშვივით მიუდექით - სიყვარული, ყურადღება და მზრუნველობა არ მოაკლოთ. ჩადეთ მასში მთელი თქვენი პოტენციალი. უსიამოვნებებს ფილოსოფიურად მიუდექით. არ გამოგივიდათ ამ ჯერზე, შემდეგზე გამოგივათ.

იყავით ღიმილიანი და ეცადე, ღიმილი ხშირად გამოიყენოთ იარაღად. გარისკეთ და მონაწილეობა მიიღეთ კონკურსებში, სადაც შეძლებთ თქვენი პროფესიონალიზმის გამოვლენას. თუ კარგად იმუშავებთ, სამსახურში შეიძლება "თვის საუკეთესო თანამშრომლის" სტატუსი მიიღოთ.

დააკვირდით ყველასა და ყველაფერს, ზოგმა შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია უბრალო საუბრის დროს გაამჟღავნოს. სწორედ ასეთი წვრილმანებისგან შეძლებთ დასკვნის გამოტანას და საქმეების უკეთ წარმართვას. თუ შემოთავაზებას მიიღებთ, საკუთარი თავი ახალ საქმეშიც გამოსცადეთ. ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგცემთ, რომ განვითარდეთ. უ კარგად მუშავებთ, მატერიალურ საკითხებში იდეალურად იქნებით. უფრო მეტიც, თუ ფულს მოზომილად დახარჯავთ, თვის ბოლოს ვალების გარეშე გაატარებთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა

პლანეტები ისე განლაგდებიან, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან. ნუ გეშინიათ, თუ გაფრთხილდებით არც ტრავმას მიიღებთ და ინფექციებისგანაც დაცული იქნებით. მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დაკავდით ფიტნესით, თუ სპორდარბაზში ვერ ჩაეწერებით, შინ ივარჯიშეთ.

ნუ უცდებით ყველა მოვლენის დრამატიზებას, როგორც ეს გჩვევიათ ხოლმე. ნუ შექმნით პრობლემებს იქ, სადაც ისინი არაა. შეგიძლიათ, ექიმთან ვიზიტზე მაინც ჩაეწეროთ და დარწმუნდეთ, რომ არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ.

თვის ბოლოს შეიძლება კუნთებისადმი დაგჭირდეთ გადამეტებული ყურადღება. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ, განსაკუთრებით, ფიზიკური აქტიურობის დროს. ჩაიტარეთ მასაჟის კურსი. აირჩიეთ თავისი საქმის პროფესიონალი.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

არაფერი შეგიშლით ხელს, რომ მყარი და რომანტიკული კავშირი შექმნათ თქვენი სიმპათიის ობიექტთან. მიხვდებით, საყვარელი ადამიანი გაფასებთ, უყვარხართ და მისთვის მნიშვნელოვანია თქვენ გვერდით ყოფნა. თუ გრძნობთ, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ გულწრფელი გრძნობა გაკავშირებთ, დაქორწინებას ნუღარ გადადებთ.

მარტოხელა ქალი თევზები ხშირად უნდა დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს. სწორედ ასეთ ადგილას - თეატრში, გამოფენაზე და კონცერტზე - შეიძლება შეხვდეთ თქვენს ბედს. ღიმილი და ფლირტი კი შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

თუ თქვენი გული დაკავებულია, გამორიცხეთ ის მომენტი, რომ გვერდზე გააბათ რომანი. ამით გულს ატკენთ თქვენს საყვარელ ადამიანს. უმჯობესია, მეუღლესთან გააუმჯობესოთ დამოკიდებულება. მას ხომ ყველაზე კარგად იცნობთ და თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა ესიამოვნება, მოუწყვეთ სიურპრიზი.

გამონახეთ დრო, რათა ხშირად შეხვდეთ ნათესავებს. განსაკუთრებით დებსა და ძმებს. კარგ შედეგს მოგიტანთ თხის რქასთან, მორიელთან და ჰაერის ნიშნის წარმომადგენლებთან დამეგობრება. ნუ დარჩებით სახლში, ხშირად დაესწარით წვეულებებს, იმხიარულეთ კოლეგებთან ერთად. ძალების აღსადგენად განმარტოვით, გაერკვიეთ საკუთარ ფიქრებში.

იანვარი საუკეთესი თვეა, რათა გახდეთ მშობელი, ან დაგეგმოთ შვილის დაბადება. ეს თვე საუკეთესოა ჩასახვისთვის.

იანვრის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 5, 14 და 15.

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი  მერწყულებისთვის - "საბედისწერო შეხვედრა გელით"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი  კირჩხიბებისთვის  - "ფორტუნა ყველა საქმიანობაში მოგიმართავთ ხელს"