ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - რა შეიცვლება ფინანსების, კონტაქტების, ჯანმრთელობისა და სიყვარულის საკითხებში

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - რა შეიცვლება ფინანსების, კონტაქტების, ჯანმრთელობისა და სიყვარულის საკითხებში

ივლისი თქვენი დრო და მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული საკუთარი თავის განვითარებაზე, საკუთარი ნიჭის გამოვლენაზე. უნდა მოისურვოთ, რომ მეტად პოპულარული გახდეთ. გაქვთ შანსი, მიიღოთ სასურველი. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ საქმიანობა, იმიჯი.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში ყურადღებით იყავით, რომ არავინ ჩაგითრიოთ საეჭვო საქმიანობაში. ხელმოწერამდე საბუთები დაკვირვებით წაიკითხეთ. თვის მეორე ნახევრიდან მომართული უნდა იყოთ საკუთარი საქმეების, ბიზნესის გაუმჯობესებაზე. არ გაგიჭირდებათ მოლაპარაკებების გამართვა. საკუთარი ინტერესების დაცვა. ზოგიერთი განახორციელებთ დიდი ხნის იდეას. გირჩევთ, მეტად დიპლომატიური იყოთ და თქვენთვის შეუფერებელი ქცევით რეპუტაცია არ შეილახოთ.

ფული და სიყვარული

ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული, მუდამ სხვების გაბედნიერებაზე ნუ ხართ ორიენტირებული. თუმცა, ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების შეძენას ამ თვეში უფრო ეცდებით. შუა ივლისში შანსი მოგეცემათ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. კარგი პერიოდია ბინისთვის ლამაზი ნივთების შესაძენად. ზოგიერთმა შეიძლება ან სარფიანი საქმიანი ხელშეკრულება გააფორმოთ, ან დაქორწინება გადაწყვიტოთ.

ჯანმრთელობა

მოიმატებს თქვენი შრომისუნარიანობა. გამორიცხული არაა, რომ ახალი ვალდებულებები მოგემატოთ. მეტად იზრუნოთ ოჯახის წევრების ან შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე. ისწავლეთ სტრესთან გამკლავება. მუდმივმა დაძაბულობამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ.

10 ივლისის შემდეგ სცენაზე გამოსვლის შანსი მოგეცემათ. მეტად უნდა გააქტიურდეთ. გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები, საზოგადოებამ საუკეთესო მხრიდან უნდა გაგიცნოთ. შანსი მოგეცემათ მიიღოთ ახალ, საინტერესო საქმიანობაში მონაწილეობა. მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები და ძალები.

24 ივლისის შემდეგ ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შესაძლებლობა მოგეცემათ. დაინტერესდებით საკუთარი შინაგანი სამყაროთი, ფსიქოლოგიით. დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ უსაფრთხოებას, სექსუალური კავშირების დარეგულირებას.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული