ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის

ურთიერთობაზე იქნებით ორიენტირებული. გახშირდება შეხვედრები, საქმიანი მოლაპარაკება. გაგიჩნდებათ ახალ-ახალი იდეები. გააზრებული იყავით, რომ სწორად გაიგოთ რას ამბობენ გარშემო მყოფები და რას ამბობთ თქვენ. იყავით დაკვირვებული დეტალებისდამი.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში ფულის გაკეთებაზე იქნებით მომართული. გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. შუა თვეში მეტი დრო დაუთმეთ დოკუმენტებზე მუშაობას. იყავით ორიენტირებული სწავლაზე. თვის ბოლოს კი ორიენტირებული იქნებით საოჯახო საქმეებზე. კარგი იქნება, თუ თვის ბოლოსკენ შვებულებას აიღებთ და ოჯახთან ერთად დაისვენებთ.

ფული და სიყვარული

მოიმატებს ემოციურობა და შეიძლება მელოდრამის ყურების დროსაც კი ცრემლები გადმოგცვივდეთ. იყავით მეტად ორიენტირებული საოჯახო საქმეებზე, ბინის გალამაზებასა და კეთილმოწყობაზე. განაახლეთ ინტერიერი ბინაში. ეცადეთ, რომ გარშემო მხოლოდ საიმედო ადამიანები გყავდეთ, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად გრძნობთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით და შეიძლება ოჯახის წევრმა, ნათესავმა გაგაცნოთ საბედო.

ჯანმრთელობა

მომართული იქნებით საოჯახო საქმეებზე, მოგინდებათ ბინაში ინტერიერის შეცვლა, ავეჯის გაახლება. კარგი იქნება აქტიურობა ზამთრისთვის მარაგის მოსამარაგებლადაც. გამონახეთ საერთო ენა გარშემო მყოფებთან. მოიკითხეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. არ გირჩევთ ცივ წყალში ბანაობას.

10 ივლისის შემდეგ გახშირდება კომუნიკაციები, ზარები, მიმოსვლა. გააქტიურდებით ონლაინაც. გაგიადვილდებათ საჭირო ინფორმაციის, დოკუმენტის მიღება. და-ძმებთან გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება.

24 ივლისის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. დაგიმტკიცებენ პროექტს, მიიღებთ თანამდებობას. ზოგიერთმა კი შეიძლება დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმე, მიიღოთ შედეგი. დაფიქრდებით, გსურთ კი ახლანდელი თანამდებობა, თუ საქმიანობის შეცვლა მოგინდებათ.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული