ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო"

გახშირდება კონტაქტები და-ძმებთან, ახლო ნათესავებთან, მეგობრებთან. გააუმჯობესეთ არსებული კონტაქტები და ეცადეთ, დაამყაროთ ახლები. ზოგიერთმა შეიძლება სწავლის გაგრძელება გადაწყვიტოს; ზოგმა - კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიაროს. დახვეწეთ თქვენი შესაძლებლობები, განსაკუთრებით თუ ხელებით გიწევთ მუშაობა. გახშირდება თქვენი აქტიურობა სოციალურ ქსელებში. შეიძლება სწორედ ინტერნეტით მიაგნოთ და განაახლოთ კავშირი დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ივლისის დასაწყისში სიმსუბუქეს იგრძნობთ მუშაობის დროსაც და გარშემო მყოფებთან კონტაქტის დროსაც. წინა თვეში თითქოს გიჭირდათ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთანაც კი. ზოგიერთი შეიძლება და-ძმების ბიზნესში ჩაერთოს, ან ერთად წამოიწყოთ რაიმე საქმე. ზოგიერთს დოკუმენტების გაფორმება და საქმეების გამო ახლო მანძილზე გადადგილება გაუხშირდება. არ გაგიჭირდებათ გაწყვეტილი კავშირების აღდგენა. ზოგმა შეიძლება მისთვის სასარგებლო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. სამსახურის საქმეები საშუალებას მოგცემთ, რომ მთელი დღე ოფისში არ იჯდეთ და ისინი თქვენი სურვილის მიხედვით შეასრულოთ. ისწავლეთ ის, რაზეც ადრე დრო არ გყოფნიდათ. კარგი თვე დაუდგათ მწერლებს, მათ შეეძლებათ მორიგი შედევრი შექმნან.

  • ფული და სიყვარული

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. სამუშაო სიამოვნებასთან ერთად ფულსაც მოგიტანთ. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. იყავით ანგარიშიანი, როცა საქმე ფულის ხარჯვას შეეხება, თუმცა, ივლისში ოჯახისა და საკუთარი თავისთვის საჭირო და ლამაზ ნივთებს შეიძენთ. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს კარგი ხარისხის ავეჯი ან ხელოვნების ნიმუშები. ეცადეთ, ათასი ვალდებულება არ აიკიდოთ საკუთარ თავზე და ცოტა დრო მაინც გამონახოთ სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

  • ჯანმრთელობა

ფიზიკური აქტიურობის დროს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ, ნუ შეასრულებთ თქვენთვის საშიშ ილეთებს. თუ ახალ ვარჯიშს გააკეთებთ, მხოლოდ მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი, ეცადეთ ხშირად და სრულფასოვნად დაისვენოთ ხოლმე.

  • ქალებისთვის

ძალებისა და კავშირების აღდგენის თვეა. ხშირად შეხვდით და ესაუბრეთ მეგობრებს, ისინი შეიძლება იდეების განხორციელებაში დაგეხმარონ. ფულთან მიმართებაში ყურადღებით იყავით. თვის ბოლოს სასიამოვო ამბებს მიიღებთ საზღვარგარეთიდან.

  • მამაკაცებისთვის

საერთო ენის გამონახვა და დამეგობრება ძალიან გამოგადგებათ კოლეგებთან ურთიერთობაში, ახალ პარტნიორებთანაც და უფროსობასთანაც. საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ დიდი ხნის გეგმები, აისრულოთ სურვილები. ივლისი კარგი თვეა შინ სტუმრების მისაღებად, მეგობრებთან შეხვედრებისთვის და წვეულებებზე დასასწრებად. ადვილად მიიქცევთ გარშემო მყოფების ყურადღებას. ზოგიერთს კი რომანტიკული ურთიერთობების დაწყება ელის.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "ზოგიერთი თვის ბოლოს დაქორწინებას ან ნიშნობას გადაწყვეტს"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის - "მარტივი, მხიარული ივლისი გელით"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "პოზიტიური მოვლენებით აღსავსე თვე დაგიდგათ"