ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

მთელი თვის განმავლობაში პარტნიორული ურთიერთობების მოგვარებაზე იქნებით ორიენტირებული. ჩამოწერეთ იმ ადამიანების სია, ვისთან ურთიერთობაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მარტოხელებს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გაიჩინოთ სასიყვარულო პარტნიორი. საქმიანი თხის რქები პატიოსანი და მცოდნე კომპანიონის ძიებაში იქნებით.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის პირველ დეკადაში ჯანმრთელობის საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მერე საქმიანი ურთიერთობები გახდება თქვენთვის აქტუალური. გახშირდება კონტაქტები, საქმიანიც და სასიყვარულოც. თვის ბოლოს კი მეტი დრო უნდა დაუთმოთ ფინანსურ თემებს, განსაკუთრებით პარტნიორებთან საერთო ბიუჯეტის.

ფული და სიყვარული

მომატებულია სექსუალურობა და ემოციურობა. გაგიჩნდებათ სურვილი, გაიჩინოთ სექსუალური პარტნიორი. გაფრთხილდით ზედმეტი ემოციურობა და ეჭვიანობა დაძაბულობასა და სიძულვილში არ გადაიზარდოს. თვის ბოლოს მოიმატებს კრიზისული სიტუაციები ფულთან და პარტნიორულ ურთიერთობაში. მოსალოდნელია დრამა და თეატრალურობა.

ჯანმრთელობა

არ გადატვირთოთ ორგანიზმი სტრესით, ფიზიკურად. მუდმივად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. მოუფრთხილდით ფიზიკურ ძალას, სექსუალურ ემოციას. თუ ექსტრემალური სპორტით ხართ დაკავებული, უნდა გაგაფრთხილოთ, მომატებულია ტრავმულობა და გაფრთხილდით.

10 ივლისის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორულ და სასიყვარულო პარტნიორებს. გამონახეთ ბალანსი საკუთარ სურვილებსა და სხვა ადამიანის მოთხოვნებს შორის.

24 ივლისის შემდეგ გადააფასებთ ღირებულებებს. გაერკვიეთ ფინანსურ თემებში. ჩამოწერეთ სია, რამ შეიძლება მოგიტანოთ ფული. მოერიდეთ კონფლიქტს ფულის გამო.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - რა ცვლილებები გელით პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული