ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

დააკვირდით გარშემო მომხდარ მოვლენებს და თქვენს შინაგან სამყაროს. მოსალოდნელია, დამთხვევები, მისტიკურობა. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ფსიქოლოგიისდამი. ინტერესს გამოიწვევ არა ის, რაც ზედაპირზეა, არამედ ის, რაც დაფარულია.ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ეზოტერიკის, ოკულტური მეცნიერებების შესწავლა.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებით იქნებით დაკავებული. გააფართოეთ ბინზესი, შეიძლება ახალი მეწყვილეები გაიჩინოთ. თვის დასაწყისში მარტივად ამოხსნით გარშემო მყოფების საიდუმლოებებს. გაერკვევით ყველაფერში, რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო. დააკვირდით გარშემო მყოფების სიტყვებსაც და ქმედებებსაც. თვის ბოლო დაუთმეთ იურიდიული საკითხების მოგვარებას. უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის დარეგულრებას, ზოგი კი უმაღლესი განათლების (მეორე, მესამე) მიღებაზე დაფიქრდება.

ფული და სიყვარული

ყველა პირობა გაქვთ, რომ პირადი ცხოვრება მოიწესრიგოთ, გაიუმჯობესოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ზოგიერთმა შეიძლება რომანი უცხოელთანაც კი გააბათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობაც, ფული შეიძლება ან სასიყვარულო პარტნიორისგან მიიღოთ, ან უცხოეთიდან.

ჯანმრთელობა

ივლისში ყველას დამცველი იქნებით. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი უფლებები, მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ ეგზოტიკური საკვებისა და ალკოჰოლის მიმართეთ.

10 ივლისის შემდეგ გამოიჩინეთ ყურადღება პარტნიორის ფინანსებისადმი. ზოგმა შეიძლება კრედიტის აღება გადაწყვიტოთ. გამოგიჩნდებათ ახალი სექსუალური პარტნიორი ან არსებულთან გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება.

24 ივლისის შემდეგ ახლო ნათესავებისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. შეიძლება ზოგიერთთან, ვისთანაც გაწყვეტილი გქონდათ კავშირი, აღადგინოთ. ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა საბუთი და დოკუმენტი, სანამ ხელს მოაწერთ.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუისთვის - რა ცვლილებები გელით პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული