ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "თვის მთავარი საზრუნავი ფული იქნება"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "თვის მთავარი საზრუნავი ფული იქნება"

თვის მთავარი საზრუნავი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. თუ არსებულ სამსახურში ხელფასი არ გაკმაყოფილებთ, დროა მოძებნოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. აგრეთვე, კარგი იქნება, თუ ფულს საკუთარ განათლებაში, განვითარებაში დააბანდებთ, რათა კიდევ უფრო აიმაღლოთ თქვენი შრომის ფასი. ივნისში ფულის სპონტანურ ფლანგვას არ გირჩევთ. უფრო მეტიც, თუ გარკვეული თანხა დაგიგროვდათ, უმჯობესია, რაიმე სარფიან საქმეში დააბნადოთ. შანსი გამოგინდებათ, რომ საფუძველი ჩაუყაროთ თქვენს სამომავლო განვითარებას და არ გაუშვათ ხელიდან.

სწავლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

ივნისში გაძლევთ სწავლის, ინფორმაციის მოგროვების, თქვენთვის საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსს. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ლიტერატურისა და უცხო ენებისადმი. ადვილად გააბამთ ახალ ნაცნობობას. ზოგიერთს ელის მივლინება. აგრეთვე, გახშირდება მიმოსვლა და მიმოწერა ნათესავებთან. ზოგიერთმა შეიძლება ოჯახის და-ძმებთან ან ახლო ნათესავებთან ერთად დაიწყოს ახალი ბიზნესი ან ჩაერთოს მათ საქმიანობაში. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. ხელშეკრულებების გაფორმებამდე კარგად გაეცანით პირობებს.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

ივნისში მუშაობა ფულის დაგროვებისთვის მოგინდებათ, რათა გარკვეული თანხით რაღაც შემატოთ ან გააკეთოთ ოჯახში. საქმეების გამო შეიძლება სათანადო დრო ვერ დაუთმოთ საყვარელ ადამიანს, რის გამოც მისგან საყვედურების მოსმენა ხშირად მოგიწევთ. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანი სათანადოდ არ გაფასებთ, არ ზრუნავს თქვენზე. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა სიკეთეს არ მოუტანს, თქვენი მფარველი პლანეტა - ვენერა კარგ პოზიციაში არ იმყოფება. შეყვარებულებმა კი შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტონ და ისიც იმიტომ, თავიანთი მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ივნისში სასარგებლოა ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა. კარგ შედეგს მოგიტანთ მეგობრებთან ერთად ვარჯიში. სპორტის გუნდური სახეობები. მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან ერთად ბუნებაში. გაუფრთხილდით ყელსა და სასუნთქ ორგანოებს.

ქალებისათვის

გაფრთხილდით, დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო შეიძლება უსიამოვნებაში გაეხვიოთ. იყავით თავშეკავებული, განსაკუთრებით, თუ ხვდებით, რომ კონფლიქტი მწვავდება. თვის მეორე ნახევარი მეტად საინტერესო იქნება, მოსალოდნელია სიურპრიზებიც. შეიძლება შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს; მიიღოთ საინტერესო შემოთავაზებები.

კაცებისათვის

მეტად მიზანმიმართული და მიზანსწრაფული უნდა იყოთ, თუ კონკურენტების დამარცხება და გამარჯვება გსურთ. თვის დასაწყისი უფრო ხელსაყრელია აქტიური ქმედებისთვის. ამიტომ, გულხელდაკრეფილი ნუ იჯდებით. ივნისის მეორე ნახევარში დასვენების, ძალების აღდგენის სურვილი მოგეძალებათ. ზოგიერთი კი პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი უსიამოვნების აღმოფხვრით დაკავდება.

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "უცხო ადგილას მოგზაურობა სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "ბობოქარი პირადი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ"