ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა"

მიზანდასახული, თავდაჯერებული უნდა იყოთ. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. ეცადეთ, ყველაფერში საუკეთესო იყოთ. არ იზარმაცოთ, არ გადადოთ მომავლისთვის ის, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ. იყავით ზრდილობიანი. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე არც ისე სიმპათიურ ხალხთან გაქვთ. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.

სწავლა, ბიზნესი და სამ­სა­ხუ­რი

თვის დასაწყისში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, შემოსავლის ახალი წყაროს მოძიების იდეები გაგიჩნდებათ. უარი არ თქვათ ახალ პროექტებში ჩართვაზე. შეიძლება თავადაც გაგიჩნდეთ ახალი იდეები. ფული და მათი შოვნის საშუალება თქვენი საუბრის მთავარი თემა გახდება. ეცადეთ, აკონტროლოთ ხარჯი, რათა არ დახარჯოთ იმაზე, მეტი, ვიდრე გათვლილი გქონდათ. მშვიდად მიიღეთ ახლობლების რჩევები.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფი­ნან­სე­ბი

ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. ნუ კარგავთ დროს ურთიერთობის გარკვევაზე. იყავით მეტად ორიენტირებული პარტნიორის გაბედნიერებაზე. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის გაუმჯობესებას. მარტოხელებმა გარშემო მყოფების სიმპათია უნდა დაიმსახუროთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ფულს მიიღებთ ადრე შესრულებული პროექტებისგან. თუმცა, თუ დაკვირვებული არ იქნებით, ფულს ისევ სწრაფად გაფლანგავთ, როგორც მიიღებთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ივნისში ორიენტირებული ხართ კარიერასა და წარმატებაზე. კარგ შედეგს მოგიტანთ სპორტულ აქტივობებში ჩართვა. აი, უძრაობა, არასწორი კვება და ძილის რეჟიმის დარღვევა ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. თუ ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდათ, არ გადადოთ ვიზიტი ექიმთან.

ქალებისათვის

საკუთარ თავზე მეტად უნდა იზრუნოთ. თუმცა, არც გარშემო მყოფები დატოვოთ უყურადღებოდ. ნუ მიატოვებთ მათ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება. საკუთარი თავი ახალი შენაძენით გაინებივრეთ. ზოგიერთი სარფიანად დააბანდებს ფულს. ეცადეთ, გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, ახალგაცნობილებს თქვენი საუკეთესო თვისებები დაანახეთ.

კაცებისათვის

რთული და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება მოგიწევთ. მიიღებთ იმ ინფორმაციას, რაც გჭირდებათ პრობლემების უკეთ მოსაგვარებლად. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება ის საქმე, რამაც ადრე ბევრი ნერვიულობა მოგიტანათ. თვის მეორე ნახევარი დასვენებას, მეგობრებთან შეხვედრას, განწყობის გაუმჯობესებას დაუთმეთ. რაც უფრო პოზიტიური იქნებით, მით მეტი იდეა და შთაგონება გაგიჩნდებათ.

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "უცხო ადგილას მოგზაურობა სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "ბობოქარი პირადი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ"

როგორი იქნება ივნისი მიწის ნიშნებისთვის - ანუ რა ელით მომავალ თვეს კუროს, ქალწულსა და თხის რქას?