ემოციებისა და გრძნობების მოზღვავებას იგრძნობთ და მათ გამოხატვას მშვიდობიანად გირჩევთ. გირჩევთ მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ ფულთან (ვალი, სესხი, გადასახადი) დაკავშირებულ საკითხებს. ზოგიერთმა შეიძლება ფინანსურად შეზღუდულად იგრძნოთ თავი. რაციონალურად განკარგეთ ფული, გამონახეთ შემოსავლის დამატებითი წყარო.
ბიზნესი, კონტაქტები
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსური საკითხების მოგვარებას ეხება. დაკვირვებით აწარმოეთ მოლაპარაკებები; გადაამოწმეთ პარტნიორები სანდოობაზე.
ფული და სიყვარული
მოგეძალებათ უცხო მხარეში ხანგრძლივი მოგზაურობის სურვილი. აგრეთვე, უცხო კულტურის, ტრადიციების შესწავლის. ზოგიერთი შეიძლება სწორედ საზღვარგარეთ შეხვდეთ საბედოს. ან შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბათ ადამიანთან, ვინც აქამდე არც კი გესიმპათიურებოდათ. ივნისი აღმოჩენების თვე გახდება თქვენთვის.
ჯანმრთელობა
თვის დასაწყისში საკუთარი საქმეებით, საზღვარგარეთ კავშირების გაბმით და არსებულების გაძლიერებით იქნებით დაკავებული. თვის ბოლოსკენ კი კარიერაში წარმატების მიღწევის სურვილი გაგიჩნდებათ. კოლეგებთან მაქსიმალურად დიპლომატიურად მოაგვარეთ ურთიერთობა. თუ ბიზნესი გაქვთ, გააქტიურდით მის გასაფართოებლად, თუ ჯერ არ გაქვთ, კარგი შანსი მოგეცემათ დასაწყებად. ივნისში ამაღლებულ განწყობაზე იქნებით, შრომისუნარიანი და მიზანსწრაფული.
10 ივნისის შემდეგ მოიმატებს სექსუალური ენერგია. შეიძლება გაიჩინოთ მუდმივი სექსუალური პარტნიორი. შეიძლება მიიღოთ ფული პარტნიორისგან.
24 ივნისის შემდეგ ნუ გაგიკვირდებათ, თუ გაიგონებთ თქვენზე გავრცელებულ ჭორებს. მოგიწევთ სხვადასხვა ინსტანციაში სირბილი დოკუმენტების შესაგროვებლად. წვრილ-წვრილი საქმის შესრულება ძალასა და ენერგიას მოითხოვს.