ავტორი:

როგორი იქნება ივნისი მიწის ნიშნებისთვის - ანუ რა ელით მომავალ თვეს კუროს, ქალწულსა და თხის რქას?

როგორი იქნება ივნისი მიწის ნიშნებისთვის - ანუ რა ელით მომავალ თვეს კუროს, ქალწულსა და თხის რქას?

როგორი იქნება ივნისი მიწის სტიქიის ნიშნებისთვის - ანუ რა ელით მომავალ თვეს კუროს, ქალწულსა და თხის რქას?

  • კურო

თვის მთავარი საზრუნავი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. თუ არსებულ სამსახურში ხელფასი არ გაკმაყოფილებთ, დროა მოძებნოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. აგრეთვე, კარგი იქნება, თუ ფულს საკუთარ განათლებაში, განვითარებაში დააბანდებთ, რათა კიდევ უფრო აიმაღლოთ თქვენი შრომის ფასი. ივნისში ფულის სპონტანურ ფლანგვას არ გირჩევთ. უფრო მეტიც, თუ გარკვეული თანხა დაგიგროვდათ, უმჯობესია, რაიმე სარფიან საქმეში დააბნადოთ. შანსი გამოგინდებათ, რომ საფუძვლე ჩაუყაროთ თქვენს სამომავლო განვითარებას და არ გაუშვათ ხელიდან.

სწავლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

ივნისში გაძლევთ სწავლის, ინფორმაციის მოგროვების, თქვენთვის საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსს. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ლიტერატურისა და უცხო ენებისადმი. ადვილად გააბამთ ახალ ნაცნობობას. ზოგიერთს ელის მივლინება. აგრეთვე, გახშირდება მიმოსვლა და მიმოწერა ნათესავებთან. ზოგიერთმა შეიძლება ოჯახის და-ძმებთან ან ახლო ნათესავებთან ერთად დაიწყოს ახალი ბიზნესი ან ჩაერთოს მათ საქმიანობაში. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. ხელშეკრულებების გაფორმებამდე კარგად გაეცანით პირობებს.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

ივნისში მუშაობა ფულის დაგროვებისთვის მოგინდებათ, რათა გარკვეული თანხით რაღაც შემატოთ ან გააკეთოთ ოჯახში. საქმეების გამო შეიძლება სათანადო დრო ვერ დაუთმოთ საყვარელ ადამიანს, რის გამოც მისგან საყვედურების მოსმენა ხშირად მოგიწევთ. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანი სათანადოდ არ გაფასებთ, არ ზრუნავს თქვენზე. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა სიკეთეს არ მოუტანს, თქვენი მფარველი პლანეტა - ვენერა კარგ პოზიციაში არ იმყოფება. შეყვარებულებმა კი შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტონ და ისიც იმიტომ, თავიანთი მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ივნისში სასარგებლოა ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა. კარგ შედეგს მოგიტანთ მეგობრებთან ერთად ვარჯიში. სპორტის გუნდური სახეობები. მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან ერთად ბუნებაში. გაუფრთხილდით ყელსა და სასუნთქ ორგანოებს.

  • ქალწული

თუ მოინდომებთ, კარიერაში წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ, შეიძლება დაწინაურდეთ ან გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა. ეცადეთ, არ აურიოთ პირადი ცხოვრება კარიერას. კარგად შესრულებული პროექტი ან ბიზნეს იდეა თქვენს ფინანსებზე აისახება. ზოგიერთებმა უნდა გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. მცირე შეცდომებს, რომლებიც ჭკუასაც გასწავლით და მათ გამოსწორებასაც ადვილად შეძლებთ, ცხოვრებისეულ კატასტროფად ნუ აღიქვამთ.

სწავლა, ბიზნესი და სამ­სა­ხუ­რი

შეხვედრების, საქმიან მოლაპარაკებების, მეგობრული შეკრებების, მიმოსვლების თვე დაგიდგათ. განსაკუთრებით თვის დასაწყისში იქნებით აქტიური. დააკვირდით მოსაუბრეს, უთხარით მას ის, რისი მოსმენაც გაეხარდება. ეცადეთ, თქვენ მიმართ დადებითად განაწყოთ, ამით თავადაც ისარგებლებთ. გადახედეთ მიღებულ ინფორმაცია, გადაამოწმეთ ფაქტები, გამოასწორეთ ის შეცდომები, რაც სწავლაში, მუშაობაში, განვითარებაში გიშლით ხელს.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფი­ნან­სე­ბი

დაფიქრდით, სწორად გესმით პარტნიორის ნათქვამი, ეჭვი ხომ არ გეპარებათ მის გრძნობებში?.. ეს კითხვები შეიძლება შეყვარებულებსაც გაუჩნდეთ და იმ ქალწულებსაც გაუჩნდეთ, ვინც დიდი ხანია დაქორწინებულია. თქვენ პარტნიორისგან მუდმივი აღფრთოვანება, დაფასება გჭირდებათ. თავად კი გსურთ მუდამ მიმზიდველი იყოთ პარტნიორისთვის. თქვენზე კარგად არავინ იცის არც ბიუჯეტის დაგეგმვა და არც ფინანსების მართვა. ეცადეთ, ივნისშიც ხარისხიანად იმუშაოთ ამ საკითხზე.

ჯან­მრთე­ლო­ბა

აგრესიული და მებრძოლი მარსი მთელი ივნისი თქვენი პარტნიორობის სექტორში იქნება განლაგებული. რაც გახდება მიზეზი გახშირებული კამათისა და უსიამოვნებებისა მეუღლესთან და შეყვარებულთან. თუ გრძნობთ, რომ ადვილად ეგებით პროვოკაციაზე და აგრესიული ხდებით, გირჩევთ, ფიზიკურად ივარჯიშოთ. ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ბრაზისგან გათავისუფლდეთ და კარგი სპორტული სხეულიც მიიღოთ. ისე, ივნისში განსაკუთრებით იგრძნობთ, რომ ზედმეტი კილოგრამები აკრიფეთ.

  • თხის რქა

თვის დასაწყისში კვლავ მთავარი საზრუნავი ჯანმრთელობა და სამსახურის საქმეებია. ახალი ამოცანებისა და ახალი მწვერვალების დაპყრობის შესაძლებლობა მოგეცემათ. გრანდიოზულ პროექტებში შემოგთავაზებენ ჩართვას. თუმცა, თქვენთვის ეს გმირობა კი არა, ყოველდღიურობა უფრო იქნება. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, დაიწყეთ ვარჯიში, სწორად კვება, თუ გაქვთ სიმპტომები და გაწუხებთ რამე, მიმართეთ ექიმს.

სწავლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

ახალგაცნობილებთან გულახდილობის განწყობაზე არ ხართ, შეიძლება ეჭვები გაგიჩნდეთ უკვე არსებულ პარტნიორთანაც. სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ მეუღლეს. ზოგიერთმა შეიძლება ერთად გადაწყვიტოს რაიმე ახლის შესწავლა ან ახალი საქმიანობის დაწყება. ერთად დაბრკოლებებს უფრო მარტივად გაუმკლავდებით. დაიცავით ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის, პირველის გამო მეორეს ნუ დაჩაგრავთ.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

სამსახურის საქმეების გამო პირადი ცხოვრების მოწყობას ვერც ამ თვეში შეძლებთ. თუმცა, რეტროგრადული ვენერას გამო შეიძლება განაახლოთ რომანი ყოფილ პარტნიორთან. დაქორწინებულს და დაწყვილებულებს გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა საყვარელ ადამიანთან. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მის გარეშე ხანდახან უკეთესადაც კი გრძნობთ თავს. მიიღეთ ის ისეთი, როგორიცაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსიამოვნებები დაუსრულებლად გაგრძელდება. კამათი მოსალოდნელია ფინანსური საკითხების გამოც.

ჯან­მრთე­ლო­ბა

დაიწყეთ ვარჯიში, ეს ივნისის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. მეტი დრო დაუთმეთ ნათესავებთან ურთიერთობას; გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თქმას გაჩუმება ჯობია. თუ ალერგია გაწუხებთ, მოიმარაგეთ პრეპარატები. მეტი ყურადღება მიაქციეთ შარდ-სასქესო სისტემას.

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის - რა ელით მომავალ თვეს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს

როგორი იქნება ივნისი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორ უნდა მოიქცეს იზოლაციაში ზოდიაქოს თითოეული ნიშანი და რას უნდა მიაქციოს ყურადღება - ასტროლოგის რჩევები