ვერძი
მიუხედავად უსიამოვნებებისა, თავს კარგად გრძნობთ და ჯანმრთელობის მხრივაც კარგად ხართ. ოქტომბერში უნდა გამონახოოთ დრო და დაიწყოთ ვარჯიში, ფეხით სიარული, ცურვა. რაციონიდან გამორიცხეთ მძიმე დ ცხიმიანი საკვები. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს თირკმელები.
კურო
ოქტომბერში ჯანმრთელობაზე წუწუნი არ მოგიწევთ, მაგრამ უნდა ჩაიტაროთ გრიპის პროფილაქტიკური მკურნალობა. კარგია სეირნობა სუფთა ჰაერზე. ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ და ძილსაც. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს. დალიეთ ხილისა და ბოსტნეულის წვენები. მიიიღეთ ცილით მდიდარი საკვები. კარგ შედეგს მოგიტანთ მასაჟი. ვარჯიში გაგიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას.
ტყუპი
ჩაიტარეთ გამოკვლევა, რათა იცოდეთ, სად გელით საფრთხე. მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ ფორმას. ყოველდღე ივარჯიშეთ. თვის მეორე ნახევარში განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს გული. შეცვალეთ მკურნალობის სქემა.
კირჩხიბი
ყურადღებით იყავით, შეიძლება გაგიმძაფრდეთ ქორონიკული დაავადებები. შუა ოქტომბერში მიიღეთ კალციუმი და ძვლოვანი სისიტემის გასაძლიერებელი ვიტამინები. იკვებეთ ჯანსაღად, დროულად და ზომიერად. მანდილოსნება გამონახეთ დრო კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. კარგ შედეგს მოგიტანთ არომათერაპია, ნაყენებისა და ჩაის სმა. მათ შორის აფროდიზიაკიც, რაც პიკანტურს გახდის თქვენს ინტიმურ ცხოვრებას.
ლომი
სტრესული სიტუაცია ჯანმრთელობაზე აისახება. ნუ ხართ ზედმეტად გაღიზანებული და მოერიდეთ გადაღლას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ძალების აღდგენას. კარგია სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა. მოიმატებს ინფექციური დაავადებების ალბათობა. დაიწყეთ სხეულის გაკაჟება. გაამდიდრეთ რაციონი ხახვითა და ნივრით.
ქალწული
მკურნალობისას უპირატესობა ნატურალურ მედიკამენტებს მიანიჭეთ და მაქსიმალურად მოერდიეთ სინთეთიკური პრეპარატების მიღებას. არ გაიცივოთ შარდის ბუშტი. აგრეთვე ყურადღებას ითხოვს კარიესი და პარადონტოზი. მასაჟი სისხლისა და ლიმფის მოძრაობის გასაუმჯობესებლად გამოგადგებათ. კარგია ვარჯში სუფთა ჰაერზე.
სასწორი
ტრავმულად საშიში პერიოდა ოქტომბერის დასაწყისი. ემოციურობისა და ნერვოზულობის გაკონტროლება მოგიწევთ. მოერიეთ კუჭის გადატვირთვას. მძიმე დ ცხიმიანი საკვები დაგიზიანებთ ღვიძლს. ზომიერი ფიზიკური აქტიურობა კარგია. გაფრთხილდით, არ გაცივდეთ. განსაკუთრებით ფეხებზე არ შეგცივდეთ.
მორიელი
არარეგულარული და ცუდი საკვების მიღება ალერგიულ რეაქციებს გამოიწვევს. დაიცავით ექიმის მითითება. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. ჩართეთ რაციონში რკინის შემცველი პროდუქტები. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, გაიძლიერეთ იმუნიტეტი.
მშვილდოსანი
მოერიდეთ თვითმკურნალობას, თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მიმართეთ სპეციალისტს. ენერგიის აღსადგენად ივარჯიშეთ. გაფრთხილდით, იმატებს ინფექციების ალბათობა. არ გადატვირთოთ ღვიძლი. მოერიდეთ ნერვულ გადაღლილობას, ისტერიკებსა და რისხვას.
თხის რქა
მიიღეთ ხილი და ბოსტნეული, რათა შეივსოთ ვიტამინების მარაგი. არ გაცივდეთ და მოუფრთხილდით თირკმლების გაცივებას. სპორტში რეკორდების დამყარებას არავინ გთხოვთ, მაგრამ ზომიერად უნდა ივარჯიშოთ. მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები.
მერწყული
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს თირკმელები და ღვიძლი. მაქსიმალურად გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ. გაუფრთხილდით საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, ძვლებს. ნუ მოგერიდებათ და საკუთარი სიმპტომები სპეციალისტს აუხსენით.
თევზები
დაიწყეთ იმუნიტეტის გასაუმჯობესებელი პროცედურების ჩატარება, ვიტამინების მიღება. ოქტომბერში ნუ გაერთობით კოსმეტიკური პროცედურებით. ემოციური წონასწორობისთვის მიმართეთ იოგას. მოსაფრთხილებელია თირკმელები და სასქესო ორგანოები.