ამ სტატიის დაწერა აზრადაც არ მომსვლია. თუმცა, მინდა გითხრათ მთელი ასი პროცენტის სიზუსტით, რომ ეს ყველაფერი ძალიან "მუშაობს"... სხვაგვარად როგორ ავხსნა ის ფაქტი, რომ მე თავად როგორც ვერძი ყოველთვის ვურტყამ თავს?.. მხოლოდ და მხოლოდ თავს ყველაფერს.
მერწყული
ასტროლოგიურად მერწყულს ღრმა სისხლძარღვები და ვენები შეესაბამება
ფსიქოლოგიურად მერწყულები საკმაოდ ამბიციური ხალხია. უბრალოდ მათ ჭკუა ჰყოფნით საიმისოდ, რომ ეს ამბიციები "მეგობრულობის" ნიღბით შეფუთონ ოსტატურად. თუმცა წაგებას ნებისმიერი მათგანი მტკივნეულად განიცდის. გარდა ამისა, მათ არ უყვართ ფიზიკური აქტივობა, იმიტომ რომ გონებრივი პოტენციალის მქონე ხალხია. შესაბამისად, ხშირად უჩნდებათ პრობლემა ჭარბ წონასთან დაკავშირებით.
ჯანმრთელი ცხოვრების უმთავრესი რეცეპტი: მერწყულებმა თავი უნდა მიაჩვიონ თუ აქტიურ სპორტს არა, ხანგრძლივი დროით ფეხით სეირნობას მაინც. ამგვარი პროცედურები კარგად მოქმედებს სისხლის ცირკულაციაზე. გარდა ამისა, კარგია პიტნის ნაყენის გამოყენება. რის ხაჯზეც ნერვული სისტემა კარგად ბალანსდება და მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღება, რათა თავის ტვინის მუშაობა გაადვილდეს.