ჯანმრთელობის პრობლემები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - მორიელი

ჯანმრთელობის პრობლემები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - მორიელი

ამ სტატიის დაწერა აზრადაც არ მომსვლია. თუმცა, მინდა გითხრათ მთელი ასი პროცენტის სიზუსტით, რომ ეს ყველაფერი ძალიან "მუშაობს"... სხვაგვარად როგორ ავხსნა ის ფაქტი, რომ მე თავად როგორც ვერძი ყოველთვის ვურტყამ თავს?.. მხოლოდ და მხოლოდ თავს ყველაფერს.

მორიელი

მორიელის ასტროლოგიური შესაბამისობა შარდსასქესო სისტემა და სასქესო ორგანოებია.

ფსიქოლოგიურად მორიელები ზეემოციური ხალხია, თუმცა ისინი გარეგნულად საკუთარი გრძნობების ოსტატურად შენიღბვის სპეციალისტები არიან. მაგრამ ეს ზემოთ ხსენებული "საფასადო სიმშვიდე" სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძლიერი ემოციები მათ ორგანიზმს არ აყენებს ზიანს. მორიელი პერიოდულად თვითგვემისა და კომპლექსებისკენაც არის მიდრეკილი, მას აქვს თვისება საკუთარი თავი "შეჭამოს" შინაგანად, მაშინ როცა რამე არ გამოსდის ცხოვრებაში ან ისე არ უმართლებს როგორც წარმოედგინა. ეს ყველაფერი კი ხშირად შეუქცევად პროცესებს წარმოშობს მორიელის ორგანიზმში, რაც ათასგვარი ქრონიკული დაავადების საწინდარი ხდება სამომავლოდ.

ჯანმრთელი ცხოვრების უმთავრესი რეცეპტი : ისწავლეთ საკუთარი თავის დანდობა მორიელებო! საკუთარი პერსონის მიმართ დამოკიდებულების შეცვლით იცვლება და უმჯობესდება თქვენი შინაგანი ბიოენერგოველიც. პერიოდულად (ოღონდ არამც და არამც ინტენსიურად!!!) მიირთვით ერთი ჭიქა შავი ღვინო და თავს მოდუნების უფლება მიეცით.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"