ამ სტატიის დაწერა აზრადაც არ მომსვლია. თუმცა, მინდა გითხრათ მთელი ასი პროცენტის სიზუსტით, რომ ეს ყველაფერი ძალიან "მუშაობს"... სხვაგვარად როგორ ავხსნა ის ფაქტი, რომ მე თავად როგორც ვერძი ყოველთვის ვურტყამ თავს?.. მხოლოდ და მხოლოდ თავს ყველაფერს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის ზოდიაქოს ასტროლოგიური თვალსაზრისით მენჯ-ბარძაყის სისტემა და ღვიძლი შეესაბამება
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი, მიდრეკილია გადამეტებული ფიზიკური აქტივობისკენ. მათ მუდმივათ სურთ მოძრაობაში ყოფნა. ყველაფრის ერთად კეთება და ყველაფრის მოსწრება. მომატებული დატვირთვა კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.
ჯანმრთელი ცხოვრების უმთავრესი რეცეპტი: უფრო მეტად დაზოგეთ საკუთარი თავი და ნუ შეეჭდებით ერთბაშად რამდენიმე საქმეს. მოუფრთხილდით ღვიძლს, ნაკლებად მიირთვით ქოლესტერინით მდიდარი საკვები და ალკოჰოლი. აღსანიშნავია ისიც, რომ მშვილდოსნები გურმანები არიან, რაც ხშირად უქმნით საფრთხეს მათ შემთხვევაში ნივთიერებათა ცვლას. ამ ყველაფერს კი წონის პრობლემები მოსდევს.