ამ სტატიის დაწერა აზრადაც არ მომსვლია. თუმცა, მინდა გითხრათ მთელი ასი პროცენტის სიზუსტით, რომ ეს ყველაფერი ძალიან "მუშაობს"... სხვაგვარად როგორ ავხსნა ის ფაქტი, რომ მე თავად როგორც ვერძი ყოველთვის ვურტყამ თავს?.. მხოლოდ და მხოლოდ თავს ყველაფერს.
თევზები
ასტროლოგიურად თევზები ხელ-ფეხის მტევნის და ზოგადად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის "კურატორია", მასვე "ეხება" სითხის ბალანსის რეგულაცია ორგანიზმში და ალერგიული ფონი.
ფსიქოლოგიურად თევზები უზომოდ ემოციური და სენსიტიური არსებები არიან. შესაბამისად, ისინი ხშირად ცდილობენ აკონტროლონ საკუთარი ემოციების გარეგანი გამოვლინება, რაც ხშირად მათთვის ნერვოზებისა და სხვადასხვა ფობიის საწინდარია.
ჯანმრთელი ცხოვრების უმთავრესი რეცეპტი: ასტროლოგები თევზებს ურჩევენ ემოციები სხვადასხვა ტიპის ჰობის სახით გამოხატონ. იმღერონ, დაუკრან, ხატონ. გარდა ამისა, მათთვის იდეალურია ყველანაირი სახის მასაჟი, რომელიც მათ ნებისმიერ დაძაბულობას მოუხსნის. სასურველია ხშირად ისეირონ ფეხით და დაკავდნენ ჰიდრო-მასაჟის პროცედურებით.