" ამ სტატიის დაწერა აზრადაც არ მომსვლია. თუმცა, მინდა გითხრათ მთელი ასი პროცენტის სიზუსტით, რომ ეს ყველაფერი ძალიან "მუშაობს"... სხვაგვარად როგორ ავხსნა ის ფაქტი, რომ მე თავად როგორც ვერძი ყოველთვის ვურტყამ თავს?.. მხოლოდ და მხოლოდ თავს ყველაფერს.
თხის რქა
ასტროლოგიურად თხის რქის ზოდიაქოს ძვლოვანი სისტემა და კბილები შეესაბამება
თხის რქები ბუნებით პესიმისტები არიან, თუმცა ბევრი მათგანი ცდილობს და ოსტატურადაც ებრძვის ამგვარ მიდრეკილებას. თუმცა პლანეტა სატურნის გავლენა ამ ხალხს მაინც უბიძგებს იმისკენ, რომ ადვილად არ მოუშვას გულთან დადებითი და ზედმეტად პოზიტიური ემოციები (ფრთხილია ყველაფრის მიმართ).
სწორედ ამ გადამეტებული სიფრთხილისა და სერიოზულობის გამო თხის რქის როგორც ფიზიკური ისე ეთერული სხეული, მიდრეკილებას იძენს გამყარებისკენ (გაშეშებისკენ). აქედან გამომდინარე ყველაზე დიდი სენი რომლისკენაც თხის რქები მიდრეკილნი არიან ეს არის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი და სქოლიოზი. გარდა ამისა, დეპრესია და ვეგეტონერვოზული დაავადებებიც ახასიათებთ.
ჯანმრთელი ცხოვრების უმთავრესი რეცეპტი: შეეცადეთ ხანდახან მაინც აიძულოთ თავს სპონტანურად, დაგეგმვის გარეშე ცხოვრება. ნუ ფიქსირდებით ზედმეტად დეტალებზე. კარგია სპა-სალონებში ვიზიტი და სარელაქსაციო მასაჟი – განსაკუთრებით ზურგისა და ხერხემლის მიდამოებში. მიირთვით რაც შეიძლება ბევრი D ვიტამინითა და კალცით მდიდარი საკვები.