ამ სტატიის დაწერა აზრადაც არ მომსვლია. თუმცა, მინდა გითხრათ მთელი ასი პროცენტის სიზუსტით, რომ ეს ყველაფერი ძალიან "მუშაობს"... სხვაგვარად როგორ ავხსნა ის ფაქტი, რომ მე თავად როგორც ვერძი ყოველთვის ვურტყამ თავს?.. მხოლოდ და მხოლოდ თავს ყველაფერს.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მივყვეთ თანმიმდევრობით და ამჯერად ტყუპის შესახებ ვისაუბროთ
ტყუპი
ტყუპის ზოდიაქოს ასტროლოგიურად ფილტვები და სასუნთქი გზები შეესაბამება
ტყუპი ფსიქოლოგიურად საკმაოდ სუსტია. მათ უმრავლესობას მარტივად შეუძლია წონასწორობიდან გამოსვლა და სხვადასხვა ტიპის ნერვოზული დაავადებებიც ახასიათებს. ტყუპი გარეგნული ხალისიანობის უკან, ხშირად ერთობ ფაქიზ შინაგან სამყაროს მალავს. ნერვიულობა მათ უმრავლესობაში სასუნთქი გზის სპაზმს და სხვადასხვა ტიპის გართულებას იწვევს. ამიტომ ამ ხალხს სუფთა ჰაერზე ხშირად ყოფნა სხვა დანარჩენ ნიშნებზე მეტად ესაჭიროება. მათთვის ასევე აუცილებელია მაგნიუმით მდიდარი საკვები და ბევრი წყალი.