ამ სტატიის დაწერა აზრადაც არ მომსვლია. თუმცა, მინდა გითხრათ, მთელი ასი პროცენტის სიზუსტით, რომ ეს ყველაფერი ძალიან "მუშაობს"... სხვაგვარად როგორ ავხსნა ის ფაქტი, რომ მე თავად როგორც ვერძი ყოველთვის ვურტყამ თავს... მხოლოდ და მხოლოდ თავს ყველაფერს
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მივყვეთ თანმიმდევრობით და რაკი ვერძია ზოდიაქოს პირველი ნიშანი, ვერძზე საუბრით დავიწყოთ:
ვერძი თავით იმართება ასტროლოგიურად
ამ ხალხს ხშირად ტანჯავს შაკიკი და ქრონიკული თავის ტკივილები.
როგორც ასტროლოგები თვლიან, პრობლემები, რომელიც მათი მართვის პულტს ანუ თავს უკავშირდება ვერძებს მაშინ ეწყებათ, როცა ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი მიზნების სწორად ფორმირება-რეალიზებას. შესაბამისად, მათი ორგანიზმი "პროტესტის ნიშნად" იმ ორგანოს იმეტებს დასაჩაგრად, რომლითაც ასტროლოგიურად იმართება.
რეცეპტი სწორი ცხოვრებისთვის – ჩამოყალიბდით საკუთარ სურვილებში. დაისახეთ მკვეთრად განსაზღვრული გეგმები. ორგანიზმს კი ხშირად მიაშველეთ მაგნიუმით მდიდარი საკვები. ამასთან ყოველდღიურად მინიმუმ ათი წუთი დაუთმეთ თვალების ვარჯიშს – წარმოიდგინეთ ბურთი, რომელიც ვერტიკალურად მოძრაობს, თვალი გააყოლეთ მას დაახლოებით ათჯერ... ეს ძალიან დაგეხმარებათ.