და მისი მდგომარეობა ადამიანის კარმულ ვალებს და ზოგადად მის მიერ გასავლელ გზას ყველაზე უკეთ ასახავს. თუკი თქვენ სწორი, ლამაზი და ქათქათა კბილთა წყობით დაგაჯილდოვათ ბუნებამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მარტოოდენ გენეტიკურად გერგოთ ჰოლივუდის ღიმილი - ეს ასევე მიანიშნებს იმას, რომ განვლილ ინკარაციაში თქვენ მიერ დაგროვილი ცოდვების ოდენობა საკმაოდ მცირეა. ხოლო მათ, ვისაც ოღროჩოღრო კბილები და ზოგადად, სტომატოლოგიური პრობლემები აწუხებს ხშირად, ეზოთერიკოსები ერთბაშად რამდენიმე გზით სვლას უწინასწარმეტყველებენ, იმიტომ რომ კარმულად დაგროვილი ვალების ოდენობა მაქსიმალურად უნდა განეიტრალდეს და ადამიანს უწევს, სხვადასხვა კუთხით საკუთარი თავის სრულყოფა.
კბილებს შორის დიდი დაშორებები, ისეთ ადამიანებს აქვთ, ვინც გასულ ინკარნაციებში არცთუ მაინცდამაინც თავშეკავებული ცხოვრებით იცხოვრა მორალური კუთხით. ამიტომ ე.წ. "ცხენის კბილების" პატრონს მოეთხოვება ამ ეტაპზე მაინც განვლოს ცხოვრების გზა პარტნიორის ერთგულებით. მას ასევე მოეთხოვება აკონტროლოს საკუთარი ენა, იმიტომ რომ წინა ცხოვრებიდან ავსიტყვაობის ცოდვაც აქვს გადმოყოლილი და ნებისმიერი ტიპის ცინიზმი, მის წინააღმდეგვე იქნება მიმართული.
წინა კბილები ჩვენს მშობლებს და მათ მიერ გენეტიკურად გადმოცემულ ინფორმაციას ასახავს. თუკი წინა ორი კბილი მკვეთრად განსხვავდება ფორმით დანარჩენებისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს თავადაც საკმაოდ მძიმე კარმული მემკვიდრეობით მოუხდათ დაბადება. შესაბამისად, ამ ადამიანის ცხოვრებაში არცთუ მაინცდამაინც ჰარმონიული იყო ბავშვობის პერიოდი და იგი ნაკლებად გრძნობდა მშობლების მხრიდან დაცულობის შეგრძნებას. ამიტომ დიდ ასაკში ამ პიროვნებას მოუწევს თავი აბსოლუტურად უცხო გარემოში დაიმკვიდროს მარტომ. მას პროფესიულადაც მძაფრი კონკურენციის დამარცხება დასჭირდება და ზოგადად, მისთვის შესაძლოა უცხო ადამიანები უფრო ახლობლებად იქცნენ სულიერად ცხოვრების გზაზე ვიდრე საკუთარი სანათესავო.
ზედა ყბაზე განლაგებული წინა კბილები ჩვენს წინაპრებს განასახიერებს მამის მხრიდან, ქვედა ყბა და მასზე განლაგებული კბილთა წყება კი დედის ხაზის გენეტიკაზე მეტყველებს. ხოლო კბილები, რომელიც სიბრძნის კბილთან ახლოსაა გალაგებული, ჩვენს ყველაზე შორეულ წინაპრებზე მეტყველებს.
ე.წ. "ეშვების" მდებარეობა განასახიერებს იმას თუ რა ადგილს იკავებენ ჩვენს ცხოვრებაში მშობლები. ამასთან ერთად, ქვედა ყბაზე განლაგებული "ეშვები" მიანიშნებს იმას, როგორი ადგილის დაკავებას ცდილობს ან შეძლებს შვილი მშობლების გულში და ზოგადად გენეოლოგიაში. თუკი ეშვები გრძელი და წაწვეტებულია, ე.ი. იგი გვარის საამაყო პიროვნება იქნება.
გამომდინარე იქედან, რომ სხეულის მარჯვენა მხარე სიმბოლურად მამასთან ჩვენს დამოკიდებულებაზე აგებს პასუხს ამ მხარეს მდებარე კბილების ტკივილი ხშირად მამასთან ცუდ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მარცხენა მხარეს გაგვიჩნდა პრობლემა, დედასთან ჩვენი ურთიერთობა მოითხოვს გადახედვას.
სარძევე კბილები ბავშვის მომავალზე გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას. თუკი პირველი ეშვი ამოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ თქვეს შვილს პრინციპული ხასიათი ექნება და თავად შეძლებს შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.
თუკი სარძევე კბილები დიდხანს შემორჩნენ თქვენს პატარას და მას მათი მოცვლა უჭირს, იგი სამომავლოდ ინფანტილური და ეგოისტი ტიპაჟი გაიზრდება. თუმცა ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნებს სილაღეს და ოცნების უნარს.
7-8 წლის ასაკში ბავშვს ახალი კბილები ამოსდის. ამ პერიოდში მაქსიმალური სითბო, ყურადღება და ტაქტი გამოიჩინეთ მის მიმართ. მოერიდეთ კრიტიკას და სარკასტულ შენიშვნებს, იმიტომ რომ ამ პერიოდში ქვეცნობიერის დონეზე ჩადებული ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია თქვეს შვილს დიდ ასაკში აუცილებლად მიიყვანს სტომატოლოგიურ პრობლემებამდე.
გახსოვდეთ, სარძევე კბილების ფორმა და განლაგება, ზუსტად მიანიშნებს იმ პრობლემებზე, რომელიც პატარას მომავალში ელოდება და აქვე განახვებთ მათი გადაჭრის გზებს. განსაკუთრებით პოზიტიური მოვლენაა თუკი თქვენი შვილი სულაც კბილით დაიბადა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან სამომავლოდ სულითა და სხეულით აბსოლუტურდ თავისუფალი, ძლიერი, ნებისყოფიანი და ქარიზმატული პიროვნება გაიზრდება.