კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ეს კვირა ფლირტითა და ვნებით იქნება სავსე!
როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს თქვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფული გადადეთ ან ისესხეთ და სალონში წადით. მოიწესრიგეთ ფრჩხილები, წარბები და ზოგადად მთელი სახე, თორემ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, რაც დადებითად არც პირად ურთიერთობაზე აისახება და არც კარიერაზე. თუ სქელი ჯიბე საშუალებას გაძლევთ, მიმართეთ სპასაც და ფიტნესსაც.
ამ კვირაში კირჩხიბები მონატრებული პარტნიორის მოსიყვარულე მკლავებში აღმოჩნდებიან. საყვარელ ადამიანთან განმარტოება და სასიყვარულო თავდავიწყებაში გადაშვება სწორედ ის არის, რაც ამ კვირაში ყველაზე მეტად გჭირდებათ. საერთოდაც, დროა გამოხვიდეთ იმ წყვილის როლიდან, რომელიც 20 წელია ერთად ცხოვრობს. ნაადრევად ხომ არ "დაბერდით“?
მართალია კირჩხიბები იუმორის გრძნობით არ გამოირჩევიან, მაგრამ შეეცადეთ ამ კვირაში მომხდარ მოვლენებს სწორედ იუმორით მიუდგეთ.
კირჩხიბებო, ამ პერიდოში კავშირი თქვენს მეგობრებთან კიდევ უფრო მჭიდრო და ძლიერი გახდება.
მორიელი
ეცადეთ, ირგვლივ შემოიკრიბოთ ადამიანები, რომელიც არ გართმევენ ენერგიას და, პირიქით, დადებითი ემოციებით გავსებენ. სხვა შემთხვევაში ვერ გაუმკლავდებით საქმეს და შესაძლოა შაბათ-კვირას მუშაობა მოგიწიოთ.
თუ გასაჭირში აღმოჩნით, ნუ მოგერიდებათ ახლობლებისთვის დახმარების თხოვნა. მეგობრები და ნათესავები სწორედ იმიტომ გყავთ, რომ საჭირო დროს ხელი გაგიმართონ.
მარტოხელა მორიელებო, დიდი ხანია ფიქრობთ და გადაწყვეტილება ვერ მიგიღიათ... ან ნაცნობის პაემანზე დაპატიჟება გსურთ, ან ყოფილი შეყვარებულის შემორიგება. რაც არ უნდა გსურდეთ, მოქმედების დროა. არასდროს დადგება იდეალური მომენტი ადამიანის ვახშამზე დასაპატიჟებლად ან მისთვის ბოდიშის მოსახდელად, თუ თავად არ შექმნით შესაფერის სიტუაციას. ნუ ელოდებით ციდან მოვლენილ სასწაულს! როგორც ამბობენ, სასწაული თქვენშია!
იმ მორიელებისთვის, რომლებიც უკვე ურთიერთობაში იმყოფებიან, ვარსკვლავებს ერთი რჩევა აქვთ: გამორთეთ გონება, რომელიც ეჭვებით გაქვთ სავსე, და მიენდეთ სიყვარულს - ეს არც ისეთი რთულია, თქვენ რომ გგონიათ.
თევზები
ამ კვირაში თქვენი ცხოვრებისეული სცენარი სწრაფად შეიცვლება, ყველა მოვლენა დინამიკურად განვითარდება. თევზთა ნაწილს დაუგეგმავი მოგზაურობა ელოდება.
თუ ოფისის მაგიდასთან ხართ მიჯაჭვული, სცადეთ თავი გაიხალისოთ: მაგალითად, შეიძინეთ სათამაშო თვითმფრინავი და კომპიუტერის გვერდზე გაანთავსეთ. როგორც არ უნდა ჩაეფლოთ სამუშაო პროცესში, ეს პატარა ნივთი სულ გაგახსენებთ, რომ კაბინეტის მიღმა დიდი სამყარო და უამრავი თავგადასავალი გელოდებათ.
სცადეთ, რომ ამჯერად მაინც დაამარცხოთ თქვენი რუტინა. შაბათამდე ეწვევით მონატრებულ ნათესავს ან მეგობარს, რომელიც საინტერესო ინფორმაციას მოგაწოდებთ,
თუ HR დეპარტამენტში მუშაობთ, კარგი იქნება თანამშრომელბის მოტივაციის ამაღლება წამახალისებელი აქტივობებით. ასევე, ამ კვირაში მიზანშეწონილია ახალი კადრის აყვანა.