კვირის ჰოროსკოპი კირჩხიბისთვის (02.10 – 07.10)

კვირის ჰოროსკოპი კირჩხიბისთვის (02.10 – 07.10)

2 ოქტომბერს გაანალიზებთ, რომ ცვლილებების დროა! გამბედაობას მოიკრებთ და ნაბიჯსაც გადადგამთ.

ყველა ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებთ, ამ რეჟიმში ცხოვრება აუცილებლად გაგიჭირდებათ - მაშინაც კი, თუ აქამდე თავს ყველაფერს არაჩვეულებრივად ართმევდით. იქნებ სხვებსაც მისცეთ მოქმედების საშუალება? ამგვარად თქვენი ოჯახის წევრები, კოლეგები და საქმიანი პარტნიორები თავის გამოვლენას შეძლებენ, თქვენ კი დაისვენებთ და იმასაც გაარკვევთ, ღირს თუ არა, დაეყრდნოთ მათ.

3 ოქტომბრიდან თქვენში მოიმატებს სენსიტიურობა - ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ გულს აგიჩუყებთ შვილის ნახატი, შეყვარებულის სასიყვარულო მესიჯი ან სიცივეში ქუჩაში მობუზული მოხუცი, რომელიც მოწყალებას გთხოვთ.

შესაძლოა, ამ კვირაში ყოფილ შეყვარებულთან "გამკლავება" მოგიწიოთ. თუ ჯერ კიდევ ვერ გიპოვიათ ახალი პარტნიორი, არ დაბრუნდეთ ჭაობში, საიდანაც ძლივს ამოძვერით, მარტო იმიტომ რომ, მარტოობა შემოგაწვებათ ხოლმე. თუ მისი შემოთავაზება მაინც მაცდურად მოგეჩვენებათ, გაიხსენეთ გულისტკივილი, რომელიც მან მოგაყენათ. ნათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო. ხოლო, თუ თქვენ უკვე შეხვდით თქვენი ცხოვრების მეგზურს, საფიქრალიც არაფერია, ცხვირწინ მიუჯახუნეთ კარი წარსულს.

თავი შეიკავეთ თქვენი პირადი ცხოვრების ელემენტების გასაჯაროებისგან. ნუ ალაპარაკდებით სექსუალურ გამოცდილებზე უახლოეს მეგობრებთანაც კი. იპოვეთ ზღვარი, რომელსაც თქვენსა და დაქალებს/ძმაკაცებს შორის გაავლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გულახდილობა, ერთი მხრივ, ცუდად შემოგიბრუდნებათ, მეორე მხრივ, პარტნიორთან ურთიერთობას გაგიფუჭებთ.

4-5 ოქტომბერი ის პერიოდია, როცა დაფიქრდებით, რომ რიგი საკითხების მიმართ თქვენში ენთუზიაზმი ჩაქრა და მხოლოდ მექანიკურად მოქმედებთ. მართლაც, დროა შემოქმედებითად ჩაერთოთ საქმეში, დაწყებული სამზარეულოში ფუსფუსიდან - ყველამ იცის, რომ თქვენ არაჩვეულებრივი კულინარი ხართ (და, თუ ჯერ საკუთარ თავში ეს ნიჭი არ აღმოგიჩენიათ, ყველაფერი წინ არის)! - დამთავრებული სურსათის შესაძენად მაღაზიაში ხეტიალისა.

6-7 ოქტომბერს იპოვეთ დრო საკუთარი თავისთვის. ვერასდროს მოახერხებთ იყოთ ბრწყინვალე დედა/მამა, თუ საჭირო ენერგიას ვერ აღიდგენთ, ამიტომ დაისვენეთ! ასევე, გაგიჭირდებათ იყოთ მომხიბვლელი და სექსუალური ცოლი ან სიმპათიური და მიმზიდველი ქმარი, როცა თვალები ჩავარდნილი გაქვთ, ქუთუთოები კი ამოშავებული - ამიტომ გამოიძინეთ!

კარგი იქნება, თუ შაბათს ან კვირას საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოებას მოახერხებთ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"