კვირის ჰოროსკოპი მშვილდოსნისთვის (01.10 – 07.10)

კვირის ჰოროსკოპი მშვილდოსნისთვის  (01.10 – 07.10)

იმუშავეთ არა თავაუღებლლად, არამედ გონივრულად. ბილ გეიტსმა ერთხელ თქვა: ”რთული დავალება ზარმაც ადამიანს მიეცით, ის სრაფად იპოვის მარტივ გამოსავალს.“ არ დაიბნეთ, მშვილდოსნებო, ვარსკვლავები ამ კვირაში მოგიწოდებენ არა სიზარმაცისკენ, არამედ სწრაფად რეაგირებისკენ.

2 ოქტომბერი კარგი დღეა  ინვესტიციებისთვის, ასე რომ, თუ გაქვთ თანხა, დროა დააბანდოთ!

გამოწვევები გიყვართ - გსიამოვნებთ, როცა საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებს უმტკიცებთ, რომ ყველა მიზნის მიღწევა შეგიძლიათ, სწორედ ამიტომ პირველიდან შვიდ ოქტომბრამდე, შესაძლოა ე.წ. workaholic-ივით მოიქცეთ, ანუ იმ ადამიანივით, რომელიც ავადმყოფურადაა დამოკიდებული სამუშაოზე.

ამ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა  კი გჩვევიათ, მაგრამ  ეს ის შემთხვევაა, როცა ”ასჯერ უნდა გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ.“

გასული თვის ხელფასი რომ დახარჯეთ მხოლოდ მაშინ მიხვდით, როცა საფულეში (ბანკის ანგარიშზე) ჩაიხედეთ. მართალია, ადამიანები საკუთარ შეცდომებზე იშვიათად სწავლობენ, მაგრამ ვალებში გადავარდნა თუ  არ გსურთ, თადარიგი თვის დასაწყისშვე დაიჭირეთ და ხელმომჭირნეობა გამოიჩინეთ.

მარტოხელებისთვის : თქვენი ბოლო ურთიერთობა დიდი კრახით დასრულდა: დაგრჩათ მოგონებები, რომელშიც კარგსა და ცუდს ვეღარ არჩევთ - ორივეზე გეტირებათ; გატეხილი გული; გაცრუებული იმედები; განადგურებული ნდობა;  მსხვერპლი, რომელიც თურმე, ტყუილად გაგიღიათ - არადა, მსხვერპლშეწირვა სულაც არ გჩვევიათ, უბრალოდ, დაიჯერეთ, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვეთ და... ნამდვილი სიყვარულისთვის ხომ ყველაფრის დათმობა გამართლებულია?! დროა, წინ წახვიდეთ! მართლა... არა ისე, როგორც აქამდე - თავს რომ იკატუნებდით. ამ კვირაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენს გულში ხელახლა დაანთებს ცეცხლს და, თუ არ შეგეშინდებათ, იმაზე მეტადაც გაგათბობთ, ვიდრე გგონიათ.

მათთვის, ვინც  ურთიერთობაშია: ნუ გაურბიხართ პრობლემებს, რომელზეც პარტნიორი ხშირად მიგითითებთ, ამგვარად მათ ვერ მოაგვარებთ. თქვენი სილაღე შესაშური თვისებაა, მაგრამ, როცა თქვენს შეყვარებულს ან მეუღლეს უჭირს, ნუ დაუწყებთ ხუმრობას. შესაძლოა, თქვენ მის გაცინებას ცდილობდეთ, მაგრამ გულს ატკენთ. თქვენი რჩეული იფიქრებს, რომ თქვენთვის მისი ემოციები და სირთულეები სულ ერთია.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"