ლომებო, თქვენი დრო დადგა. იაქტიურეთ, მეტად გამოავლინეთ თქვენი თავი, ნიჭი და შესაძლებლობები. მოგინდებათ ახალი პროექტების დაწყება, იმიჯის შეცვლა. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე წინააღმდეგობებს მარტივად გაუმკლავდებით. მეტად დიპლომატიური უნდა იყოთ და ისე იმოქმედოთ, რეპუტაცია რომ არ შეილახოთ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თვის დასაწყისში მოაგვარეთ ბიზნესსაკითხები. შეხვდით თანამოაზრეებს, დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. იყავით აქტიური, რომ მიაღწიოთ გამარჯვებას. თვის მეორე ნახევარში ჩაერთვებით საქმეებში, რაც მატერიალური კეთილდღეობას მოგიტანთ. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. ენერგიული და მიზანმიმართული კი ხართ, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე საკითხს ნუ შეეჭიდებით.
ფული და სიყვარული
მოგინდებათ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა, ფულის დაბანდება, ბიზნესში - ფინანსურად ძლიერი პარტნიორის მოზიდვა. ან შეიძლება თქვენს მეუღლეს გაუუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობა ან მისთვის შეიძინოთ ძვირფასი საჩუქრები. 17 აგვისტოდან გააქტიურდება შეხვედრები, მიმოსვლები ახლო მანძილზე. საყვარელი ადამიანი უსიტყვოდ გაგიგებთ ან ერთად დაიწყებთ მოგზაურობას.
ჯანმრთელობა
მოიმატებს შრომისმოყვარეობა, გაგიჩნებათ მეტი ფულის გამომუშავების სურვილი. განახორციელებთ ამბიციურ მიზნებს. ჯანმრთელობის მხრივ, ფიზიკურად არაფერი გემუქრებათ, თუ ცუდი ფიქრებით არ გაიწამებთ თავს. ეცადეთ, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. ესტუმროთ მეგობრებს.
8 აგვისტოს შემდეგ მეტად უნდა იყოთ მომართული საკუთარ თავზე. შეიძლება შეიცვალოთ ჩაცმის სტილი, იმიჯი. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი, რომლის ინიციატორიც თავად იქნებით.
22 აგვისტოს შემდეგ მეტი ყურადღება დაუთმეთ პარტნიორულ ურთიერთობებს - საქმიანსაც და სასიყვარულოსაც. იყავით გულისხმიერი, დაკვირვებული მათ მიმართ. თავად კი გვერდით უნდა გყავდეთ ადამიანი, ვისაც რთულ მომენტში მიმართავთ.