ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე და რა სიახლეები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე და რა სიახლეები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

ისწავლეთ რთული საკითხების დაკვირვებით მოგვარება. მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიურ ვალდებულებებს. სამსახურში იყავით დისციპლინირებული. საკუთარ საქმეებს სხვებს ნუ გააკეთებინებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. დაიცავით დიეტა. კარგ შედეგს მოგიტანთ ზომიერი ვარჯიში.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

აგვისტოს დასაწყისში გახშირდება საქმიანი შეხვედრები. მოერიდეთ სამსახურში ტყუილ საუბრებს, კოლეგებზე ჭორაობას. ზოგიერთ საკითხეზე დამოუკიდებლად მოგიწევთ მუშაობა. თვის მეორე ნახევრიდან დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. გახშირდება მიმოწერა პარტნიორებთან. ილაპარაკეთ მხოლოდ ის, რაშიც დარმუნებული ხართ. გაგიმარტივდებათ საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმება.

ფული და სიყვარული

აგვისტოს დასაწყისი თქვენთვის რომანტიკისა და ბედნიერების პერიოდია. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, თუ აქამდე გაბუტულები იყავით. მარტოხელებს გაქვთ შანსი გაიჩინოთ მეორე ნახევარი. თუმცა, მომენტალურად მეუღლედ ნუ აღიარებთ, ჯერ დააკვირდით. 17 აგვისტოდან სითამამე მოგემატებათ და იმასაც კი მოსინჯავთ, რისიც ადრე გეშინოდათ. მთავარია, არ დაზარალდეთ არც ფიზიკურად, არც მატერიალურად.

ჯანმრთელობა

მოდუნებული და ჰარმონიული ხართ. არ მოგინდებათ ზედმეტად დაძაბვა. მოერიდეთ უსიამოვნებას პარტნიორებთან. ამან შეიძლება სულიერი უსიამოვნება მოგიტანოთ. მეტად მოსიყვარულე იყავით სასიყვარულო პარტნიორის მიმართ. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ნებისმიერ უსიამოვნო სიმპტომს მიაქციეთ ყურადღება.

8 აგვისტოს შემდეგ მოგინდებათ დიეტის დაცვა, ვარჯიშის დაწყება. გირჩევთ, რეგულარულად დაიცავთ დღის რეჟიმი და არ მიატოვთ რამდენიმე დღეში, როგორც იცით ხოლმე. ზოგიერთი ახალი შინაური ცხოველის მფლობელი გახდება.

22 აგვისტოს შემდეგ თავს შეგახსენებთ ის, რასაც საგულდაგულოდ მალავდით. შეიძლება თვალი აგეხილოთ იმაზე, რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო. ნუ ჩაიდებთ გულში უსაფუძვლო შიშს.

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე და რა სიახლეები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე და რა სიახლეები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - რა სიახლე გელით ზაფხულის ბოლო თვეს