ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მთელი თვე მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად მოგიწევთ მუშაობა, პროექტების განხორციელება. ახლა კოლეგებთან ერთად მუშაობით უფრო მეტ შედეგს მიაღწევთ, ვიდრე - დამოუკიდებლად. ზოგი შეიძლება ახლა გაწევრიანდეთ რაღაც ინტერესთა ჯგუფებში. ან მეგობრებთან ერთად დაიწყოთ მუშაობა. გამონახეთ დრო სპორტისთვის, აიყოლიეთ მეგობრები.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისიდან მეტად მოგინდებათ მოსმენა, დაკვირვება, ვიდრე საუბარი და საქმიანობაში ჩართვა. ამ პერიოდში მოერიდეთ გარშემო მყოფებისთვის თქვენი იდეების, საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას. სასურველია, ჩაინიშნოთ იდეები და მათი განხორციელება ცოტა მერე დაიწყოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება. ზოგიერთმა შეიძლება ჩანახატების წერა დაიწყოთ.

ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში რომანტიკული განწყობაზე იქნებით და შეიძლება ახალ სიყვარულს ან მეგობრების წრეში შეხვდეთ, ან მეგობრების დახმარებით. აი, თვის ბოლოს კი მეტად გულჩათხრობილი გახდებით და პირად გრძნობებზე საუბარი აღარ მოგინდებათ. ზოგიერთმა კი შეიძლება ფარული რომანი გააბათ. გირჩევთ, თქვენი გრძნობები ფურცელზე გადაიტანოთ და არავის მოუყვეთ თქვენი სასიყვარულო თავგადასავლების, პირადი ცხოვრების შესახებ.

ჯანმრთელობა

აქტიური და ენერგიული ხართ, შეიძლება მოგინდეთ და დაიწყოთ კიდეც ვარჯიში. გააქტიურდებით სასურველის მისაღწევად. არ გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება, წინააღმდეგობების გადალახვა. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან აგრესიულობას და სიმკაცრეს. გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მჭრელ და ბასრ საგნებთან, ცეცხლთან.

11 მაისის შემდეგ შეხვდით მეგობრებს, თანამოაზრეებს. შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, რომ ახალ ინტერესთა ჯგუფში გაწევრიანდეთ. ამასთან, გაფრთხილდით, რომ არ დაგეძაბოთ დამოკიდებულება დიდი ხნის მეგობრებთან.

26 მაისის შემდეგ მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი სამსახურით, შეგიძლიათ მიატოვოთ, მაგრამ სასურველია, დარწმუნებული იყოთ, რომ უკეთესს მიიღებთ. შეიძლება მიიღოთ შედეგი იმ საქმიანობისგან, რაც არე გქონდათ დაწყებული.

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ასტროლოგიური პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - რა ცვლილება ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 27 აპრილის შემდეგ

1 თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, მთვარის კალენდრის მიხედვით - ვის აუსრულდება სურვილი, ვინ იპოვის სიყვარულს და ვინ მიიღებს ახალ სამსახურს